ENG

ქალაქ ანტვერპენში, Eristavi Gallery-ში, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგის, მარიამ შაქარაშვილის კურატორობით გაიხსნა ახალი თაობის წარმომადგენელი ქართველი მხატვრის, სამხატვრო აკადემიის სტუდენტის - ქართლოს ბიკაშვილის სოლო გამოფენა - "ცხვრები, ადამიანები და სხვა ცხოველები".
გამოფენას სტუმრობდნენ: ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ბატონი ვახტანგ მახარობლიშვილი, ბოზარის (Bozar) მრჩეველი კულტურის სფეროს საერთაშორისო თანამშრომლობის დარგში - ქალბატონი რიტა იანსენი, არტ კრიტიკოსები, ქართველი და ბელგიელი ხელოვანები და ადგილობრივი პუბლიკა. ექსპოზიცია 25 იანვრამდე გაგრძელდება.


2 დეკემბერს, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ, აკადემიის გუნდთან ერთად, ბრიტანეთის საბჭოს დირექტორს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ზაზა ფურცელაძესა და ქართულ-ბრიტანულ დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა შემოქმედებითი ენტეპრენერობის ბრიტანული მოდელის უკვე არსებული კომპონენტების კიდევ მეტი გაძლიერება სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესში და სამომავლო სერვისებში, ისევე როგორც შემოქმედებითი ჰაბების ბრიტანული მოდელის გაზიარება და ზოგადად, ქართულ-ბრიტანული კულტურული დიალოგისა და ურთიერთობების მდგრადობის შენარჩუნება.