ENG

თსსა ‘ლურჯი სუფრის’ ლაბორატორიის მონაწილეობა მილანის გამოფენა/ბაზრობაში AF-L’Artigiano
 
თსს აკადემიის ლურჯი სუფრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია ყოველწლიურად,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით,  მონაწილეობას იღებს მილანის რეწვის ნიმუშების საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე  AF-L’Artigiano, the Global Village of Arts and crafts.
ა.წ. 3-11 დეკემბერს, კვლავ  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თსს აკადემია  წარდგება პროექტით ‘ლურჯი სუფრა და მისი ორნამენტების მოტივებზე შექმნილი ნიმუშები მილანის საერთაშორისო გამოფენაზე AF-L’Artigiano’, სადაც გამოფენს ლურჯ სუფრებს და ტექსტილის დიზაინის ნიმუშებს, რომლებიც ეფუძნება XX საუკუნეში აღორძინებულ, ბამბისა და აბრეშუმის ქსოვილისგან დამზადებული სახიანი ქსოვილის ბეჭდვის XVI საუკუნის ქართულ ტრადიციას, და შესრულებულია ტრადიციული ცივი კუბური ღებვის მეთოდით, და თანამედროვე - ფოტოფილმბეჭდვით.
მილანში  ქართულ პავილიონს და პროექტს წარადგენენ  თსსა ტექსტილის დიზაინერები ეკატერინე გეგუჩაძე და ლურჯი სუფრის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის წარმომადგენელი ელდა ჭურღულაშვილი.



განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას. მიმდინარე წელს პირველად პროგრამის ბენეფიციარები დაფინანსებისთვის რეგისტრაციას გაივლიან ელექტრონულ პორტალზე. 

სტუდენტთა ელექტრონული რეგისტრაცია გაამარტივებს განაცხადის წარდგენის პროცესს და შეამცირებს პროგრამის ადმინისტრირების ვადებს.

 პროგრამაში ჩართვისთვის სტუდენტი პროგრამით განსაზღვრული ვადების დაცვით უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე  ელექტრონულ პორტალზე შესვლა შესაძლებელი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ბანერიდან