ENG

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების  მიმართულების საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისთვის,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 აპრილი, 2023
 
საკონტაქტო პირი:
·         ნატა ნიკოლეიშვილი [email protected], 593799960
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში  ან ქ.  სტანბულში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+
მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი. ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz

წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
. სარეკომენდაციო წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე B2,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.

დედლაინი: 15 აპრილი, 2023

საკონტაქტო პირი: ნესტან წიკლაური, [email protected], 577525719

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.  
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.

სტუდენტების საყურადღებოდ!
ოთხშაბათს, 29 მარტს, 12:00 საათზე - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში (სამხატვრო აკადემიის კორპუსი, VI სართული, აუდიტორია N607), საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, ცნობილი არტისტი და დამოუკიდებელი კურატორი საბინა შიხლინსკაია, სამხატვო აკადემიის სტუდენტებისთვის ვორქშოფს გამართავს. შეხვედრის ფარგლებში, კურატორი ისაუბრებს თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებზე - ლოკალურ თუ გლობალურ ასპექტში. ვორქშოფზე წარმოდგენილი იქნება, მის მიერ, ბოლო წლებში განხორციელებული მხატვრული და საკურატორო პროექტები.
საბინა შიხლინსკაია, ცნობილი მხატვარი და დამოუკიდებელი კურატორია, მის სახელს უკავშირდება აზერბაიჯანში კონცეპტუალური ხელოვნების განვითარება. მუშაობს სხვა და სხვა მედიაში - პერფორმანსი, ვიდეო-არტი და სხვა. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ბიენალესა თუ ექსპოზიციაში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1993 წლიდან, მისი უშუალო კურატორობით გაიმართა 70-ზე მეტი გამოფენა. იყო აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე. 2022 წლიდან კი შიხლინსკაიამ გახსნა აზერბაიჯანში პირველი თანამედროვე ხელოვნების სკოლა. ამ პროექტის ფარგლებში, მისი პარტნიორია Yarat Contemporary Art Space.

სლოვაკეთის სახელმწიფოს ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში (National Scholarship Program) განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, PhD სტუდენტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს. სტუდენტებს და PhD სტუდენტებს შეუძლიათ ასევე განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.
აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ გვერდზე: www.scholarships.sk; ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.
სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილის - 16:00 სთ (ცენტრალური ევროპის დრო).
აღნიშნული სტიპენდიის პროგრამის თაობაზე 2023 წლის 1 აპრილს, ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე დაგეგმილია ონლაინ ვებინარის გამართვა სასწავლო და კვლევითი სტიპენდიების თაობაზე შემდეგი პლატფორმების მეშვეობით:
www.saia.sk/en/main/news/news/webinar-study-and-research-scholarships-to-slovakia
www.facebook.com/events/649168840550395
www.instagram.com/p/CqDI6GCqYzz
ამასთან, 2023/2024 აკადემიური წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2023 წლის 31 ოქტომბერი.

დოკუმენტი

Italian Design Days in Georgia -2023 
Tbilisi 29/30
 
Enlightening Quality:
The Energy of Design for People and the Environment
30 March, 2023
 
30 მარტს  თსსა საკონფერენციო დარბაზში იტალიის საელჩოს ეგიდით გაიმართება
 „იტალიის დიზაინის დღეები  საქართველოში 2023“
ღონისძიებაზე პრეზენტაციებსა  და სემინარებს წარმოადგენენ მოწვეული არქიტექტორები და დიზაინერები  იტალიიდან
სემინარის დაწყების დრო: 10:00 10:30 სარეგისტრაციო პერიოდი
დასრულდების დრო: 13:30 
კონფერენციაზე დამსწრე სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატებს.
სემინარს ოფიციალურად  გახსნის   საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე 
ნიკოლა იორიო
არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის სფეროში იტალიურ ი მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით  ღონისძიების ფარგლებში მილანის ევროპული დიზაინის ინსტიტუტის (IED) მიერ  წარმოდგენილი იქნება საკონკურსო   შესაძლებლობები სტუდენტებისათვის:  დიზაინის კონკურსი "When Italian Design Meets Georgian Creativity - Quality Matters".
 
სტუდენტთა საყურადღებოდ!!!
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა   deadline: 27/03,  18:00 საათი
საკონტაქტო პირი
ნესტან წიკლაური
არქ. ფაკულტეტის დეკანატი    IX სართული