ENG


ლიეტუვის სასტიპენდიო კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისთვის. ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსოფლიოს 10 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ეთნიკურად ლიეტუველ ახალგაზრდებს. (2014-2022 წლებში ამ პროგრამით საქართველოს 138-მა მოქალაქემ ისარგებლა);
საქართველოს მოქალაქეებს (ასევე ახალგაზრდებს მსოფლიოს 31 ქვეყნიდან) შესაძლებლობა აქვთ, ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია მიიღონ და ერთი ან ორი
სემესტრით ისწავლონ ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სხვადასხვა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე;
საქართველოს მოქალაქეებს (ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის წარომადგენელს) ასევე, საშუალება აქვთ, მიიღონ ლიეტუვის სახელმწიფო სტიპენდია და ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლონ ლიეტუვური ენის სასწავლო პროგრამებზე, ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, ასევე ლექტორებსა და მკვლევარებს
(ლინგვისტიკისა და ფილოლოგიის მიმართულებით).

წინამდებარე ბმულებზე განთავსებულია ინფორმაცია 2023 წელს გამოცხადებული
კონკურსების თაობაზე:
კონკურსი ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო
პროგრამებზე:
https://studyin.lt/scholarships/full-time-master-degree-studies/
კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) სასწავლო პროგრამებზე:
https://studyin.lt/scholarships/short-term-studies/
კონკურსი მოკლევადიან (ერთი ან ორი სემესტრით) ლიეტუვური ენის სასწავლო
პროგრამებზე: https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz, მედია/დიზაინის   დეპარტამენტის საინფორმაციო დიზაინის მიმართულებაზე: https://www.fh-joanneum.at/informationsdesign/bachelor/en/ 

წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
 ·ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

აპლიკანტმა სტუდენტებმა , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში,
 
დედლაინი: 15 აპრილი, 2023  
 
საკონტაქტო პირი: ქეთევან კვირიკაძე, ketevan.kvirikadze@art.edu.ge, 599153339

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.  
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.

ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის  მულტიმედიის მიმართულების საბაკალავრო და  სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისთვის,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·      CV
.      პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·      ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·      მოტივაციის წერილი
·      ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი:  15 აპრილი, 2023
 
საკონტაქტო პირი:
·     ქეთი კვირიკაძე (მედია ხელ. ფაკ.)   ketevan.kvirikadze@art.edu.ge, 599153339
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
 ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან  ქ.  სტანბულში
 ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ,
 სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.

ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა ხელოვნების ისტორიის მიმართულების სტუდენტებისთვის (3 ადგილი), 2023/2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი, ავსტრიის, ლინცის კათოლიკურ უნივერსიტეტში
გთხოვთ  რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV  
·         ნიშნების ფურცელი
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
 
აპლიკაციის დედლაინი:  15 აპრილი, 2023
 
საკონტაქტო პირი:  ლოლა ციცხვაია lola.tsitskhvaia@art.edu.ge  597706175
 
აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.  
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ