ENG


სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2022/2023 აკადემიური სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისთვის
გამოცხადებული სტიპენდიის შესახებ.

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, მკვლევრებს, და უნივერსიტეტის ლექტორებს. ამასთან, სტუდენტებს და დოქტორანტებს
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მგზავრობის დაფინანსების თაობაზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.scholarships.sk
ონლაინ განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 ოქტომბრის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.
დამატებით გაცნობებთ, რომ მომდევნო, 2023/2024 აკადემიური სასწავლო წლის სტიპენდიის პროგრამისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადად განსაზღრულია 2023 წლის 30 აპრილი




ცხადდება ერასმუს მობილობის კონკურსი  პოლონეთის გდანსკის სახვითი ხელოვნების აკადემიაში- Academy of Fine Arts, Gdansk, 2 ადგილი - თსსა ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტისთვის 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში.   სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   სახვითი ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
ანა მიქელაძე, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი  
[email protected]hotmail.com[email protected]art.edu.ge, 599222012

აპლიკანტებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·               ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  პოლონეთის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდპასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·                  პოლონეთის  ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ.  თბილისში
·        ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი პოლონეთში  ჩასვლის შემდეგ.