ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მონიკა ლაიშლ-კისლის საჯარო ლექცია.
ERASMUS 2 მაისი, 2025 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის, მონიკა ლაიშლ-კისლის საჯარო ლექცია. ლექცია შეეხო გენდერული კვლევების ფარგლებში დიალოგს ისტორიასა და თანამედროვე ხელოვნებას შორის.
ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ასისტენტ პროფესორი – მაჩეი იაროშჩუქის ვიზიტი
30აპრილი – 1 მაისი, 2025 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, თანამშრომლობის მობილობის ფარგლებში, ესტუმრა ვროცლავის ხელოვნების აკადემიის ასისტენტ პროფესორი – მაჩეი იაროშჩუქი. სტუმარი შეხვდა სამხატვრო აკადემიის რექტორს და სხვა წარმომადგენლებს, ასევე მან სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტების მონაწილეობით პრეზენტაცია-ვორქშოფი გამართა.
აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე – 2025
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს საბაკალავრო საფეხურის აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე. რეგისტრაცია იწარმოებს 2025 წლის 5 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. 1. კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია. 2. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აბიტურიენტის მიერ თსსა-ს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად. სარეგისტრაციო ბმული 3. აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისთანავე ენიჭება ინდივიდუალური კოდი, […]
იტალიის მთავრობის სტიპენდიები – სახელოვნებო სასწავლო პროგრამები
2025-2026 აკადემიური წლისთვის, იტალიის მთავრობის მიერ, საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 63 თვის რაოდენობის სტიპენდია, მათ შორის სახელოვნებო სასწავლო პროგრამებზე სასწავლებლად. დეტალები იხილეთ თანდართულ ბმულზე, იტალიის საელჩოს ვებ გვერდზე
იზოლდა მელიქიშვილის ლექცია – “ძველი საეკლესიო ნაქარგობა”
29 აპრილი, 2025 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორის – იზოლდა მელიქიშვილის ლექცია – “ძველი საეკლესიო ნაქარგობა”.
პროფესორ მონიკა ლაიშლ-კისლის ვიზიტი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში
ლინცის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნე და ფილოსოფოსი მონიკა ლაიშლ-კისლი, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ერასმუს მობილობის ფარგლებში, სამხატვრო აკადემიაში იმყოფება. ის ჩაატარებს თემატურ ლექციებსა და სემინარებს – გენდერული კვლევების, სემიოტიკის და ესთეტიკის საკითხების შესახებ. პროფესორი ლაიშლ-კისლი 28, 29, და 30 აპრილს 17:00 საათზე ჩაატარებს ლექციებს, ხოლო 2 მაისს გამართავს საჯარო ლექციას – სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის.
ვროცლავის ხელოვნების აკადემია – რეგისტრაცია საერთაშორისო ვორქშოფზე
2025 წლის 19-23 მაისს, მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში (სტუდენტთა და პესონალის ერასმუს გაცვლითი მობილობები), თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო აკადემიას ეწვევა ERASMUS პარტნიორი, პოლონეთის, ვროცლავის ხელოვნების აკადემიის – სახვითი ხელოვნების მიმართულების პროფესორი Alicja Pruchniewicz, რომელიც ჩაატარებს ვორქშოფს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. ვორქშოფის დასასრულს სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები გთხოვთ ქვემოთ იხილოთ პრეზენტაციის/ვორქშოფის თემა და გაიაროთ რეგისტრაცია! საკონტაქტო […]
სასტიპენდიო პროგრამა – რუმინეთი
რუმინული საინვესტიციო და უცხოური ვაჭრობის სააგენტოს მიერ 2025-2026 სასწავლო წლისთვის, ქართველი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიებით დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები უნდა წარადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burse2025@arice.gov.ro განაცხადების წარდგენის ვადებია: 2025 წლის 1 აპრილი – 15 მაისი. დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე
სტუდენტთა ERASMUS+ მობილობის შესარჩევი კონკურსი – გერმანია, ოსნაბრუკის უნივერსიტეტი – ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი, თსსა ტექსტილის დიზაინის მიმართულების სტუდენტებისთვის – 2 ადგილი, 2025-2026 სასწავლო წლის, შემოდგომის სემესტრისთვის, გერმანიის – ოსნაბრუკის უნივერსიტეტში (Osnabrück University). ▫️აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, დიზაინის ფაკულტეტის დეკანს, ტექსტილის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: * პორტფოლიო * CV * ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) * მოტივაციის წერილი […]
ეკატერინე გეგუჩაძის პერსონალური გამოფენა
24 აპრილი, 2025 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში, ეკატერინე გეგუჩაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრებში გამოყენებულია სხვადასხვა მასალა და ტექნიკა – თექა, აბრეშუმი, აბრეშმის ქაღალდი და სხვა