სტუდენტთა ერასმუს+ მობილობის შესარჩევი ბრატისლავა – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის

ცხადდება ერთ სემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის – გრაფიკის მიმართულების სტუდენტებისთვის (1 საკონკურსო ადგილი), 2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრში – სლოვაკეთის, ბრატისლავას სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიაში – Academy of Fine Arts and Design in Bratislava (AFAD).

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანს,
ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელს და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი
დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

ან

გთხოვთ, მოამზადოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე და გადააგზავნოთ ფაკულტეტის კოორდინატორთან:
· CV
. პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· მოტივაციის წერილი
· ინგლისური ენის სერტიფიკატი B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.
· განცხადება კანცელარიაში (გთხოვთ, წარმოადგინოთ
განცხადების ფოტო, თსსა კანცელარიაში განცხადების რეგისტრაციის შემდეგ).
ბოლო ვადა: 11 აპრილი

საკონტაქტო პირი: ფაკულტეტის კოორდინატორი, ნატა ნიკოლეიშვილი
nata.nikoleishvili@art.edu.ge
+995 593 799 960

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ერასმუს+ პროგრამის რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ აქტიური სტატუსის
მქონე სტუდენტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ერასმუს მობილობაში.
შესაბამისად, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის გადასახადი
მობილობის სემესტრის დაწყებამდე
. სტუდენტებს გთხოვთ თსსა საიიტზე გაეცნოთ ინფორმაციას ‘ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის’

ერასმუს + გზამკვლევი თსსა სტუდენტთა მობილობისთვის

. ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის
საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე
აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი
დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.