GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
უწყვეტი განათლება
უწყვეტი განათლება

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში,    TEMPUS-ის საგრანტო  პროექტის  ფარგლებში - „უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება“ (Strengthening the Specific Role of Universities as LLL Institutions, SSRULLI) -  იხსნება უწყვეტი  განათლების ცენტრი.

 

ცენტრის საქმიანობა გულისხმობს:

 

  • სტუდენტების, აკადემიის კურსდამთავრებულთათვის, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის  ისეთი საგანმანათლებლო ტრენინგებისა და სემინარების შეთავაზებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და  კარიერულ ზრდას.
  • ზრდასრულთა განთლების დანერგვას და პოპულარიზაციას.
  • თსს აკადემიის რესურსის გათვალისწინებით ფართო საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახელოვნებო კურსების დაგეგმვას და განხორციელებას.

 

 

უწყვეტი განათლების ცენტრი მოიაზრება როგორც კერა, სადაც ფართო საზოგადოებას საშუალება ექნება ისარგებლოს აკადემიის მრავალფეროვანი შემოქმედებითი დაინტელექტუალური რესურსით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თბილისის სამხატვრო აკადემიის პოპულარიზაციას.

 

 http://artcourse.ge/

 

 

განცხადებები