GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
წიგნის დიზაინი და ილუსტრაცია - ხელმძღვანელი თამაზ ვარვარიძე, თსსა ემერიტუსი

სწავლების ენა: ქართული 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ხელოვნების ბაკალავრი საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 Eჩთშ, 4 წელი სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8სემესრი, (საწავლო წელი შედგება ორი სემესტრისგან). სასწავლო წლის ხანგრძლივობა-40 კვირა, აქედან 15სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო ეროვნული გამოცდა და თსსა შემოქმედებითი ტური. 

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: 

 

საბაკალავრო პროგრამა წიგნის დიზაინის და ილუსტრაციის მოიცავს სწავლების, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ კურსებს. იღებს ვალდებულებას სტუდენტს გამოუმუშაოს პროფესიული კომპეტენციები დაყ ველა საჭირო უნარ ჩვევები წიგნის დიზაინისა და ილუსტრაციის სფეროში. წმინდა კომპეტენციებთან ერთად ბაკალავრს მიეცემა საშუალება, როგორც საბაზისო დისციპლინების (ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია), ასევე ხელოვნების ისტორიის ზოგადი კურსების, ზოგადი თეორიული დისციპლინების (ესთეტიკა, კულტუროლოგია და სხვა) და სხვა არჩევითი საგნების Eშესწავლის შესაძლებლობა. შემოთავაზებული პროგრამა ითვალისწინებს ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილებას. ეფუძნება რა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დაზგური გრაფიკის მიმართულების დიდ ტრადიციებს, აგრეთვე იზიარებს თანამედროვე მსოფლიო ხელოვნების მიღწევებს და სწავლების მეთოდებს. 

 

ოთხ წლიანი სწავლის შედეგად ბაკალავრის კვალიფიკაციის დონე უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო უმაღლესი სახელოვნებო _ საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტებს.

 

განცხადებები