GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
ინტერიერის დიზაინი - ხელმძღვანელი ლაშა ჩლაიძე, თსსა ასოცირებული პროფესორი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია _ არქიტექტურის ბაკალავრი 

პროგრამის მოცულობა კრედიტებში -----245ECTS, 1 ECTS = 25სთ; პირველი წელიწადი – 

65 ECTS, დანარჩენი სამი წელი- 60 ECTS, I სემესტრი-35 ECTS, II-VIII სემესტრები-30 ECTS. 

სწავლის ხანგრძლივობა ------- 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, (სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. წლის ხანგრძლივობა 40 კვირა; სემესტრის ხანგრძლივობა–20 კვირა, აქედან 15 სააუდიტორიო კვირა, 3 სასესიო და 2 პრაქტიკის. Lლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი, შესვენება 10 წთ. სულ ერთი ასტრონომიული საათი); 

სწავლების ენა -- ქართული 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ---- აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც წარმატებით აქვთ გავლილი თსსა-ის მისაღები და ერთიანი ეროვნული გამოცდები. 

შესავალი 

Interior Dezigne – ნიშნავს ინტერიერის, ე.წ. შიდა სივრცის დაგეგმარებას_ ჰარმონიული, სრულყოფილი გარემოს ფორმირებას. შიდა სივრცის ორგანიზება არის ის მთავარი მიზანი, რისთვისაც შენდება ნაგებობა, მისი აგების პრინციპი კი განსაზღვრავს ინტერიერის ფორმირების საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან ამოცანას. 

ნაგებობა თავისი შიდა სივრცის შინაარსით გამოხატავს საზოგადოების ესთეტიკურ შეხედულებებსა და მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს. შენობათა ინტერიერები, დაგეგმარების საერთო პრინციპის მიუხედავად დიფერენცირდება არქიტექტურული დარგების შესაბამისად, მაგ.: საცხოვრებელი სახლის ინტერიერი ქმნის საყოფაცხოვრებო პროცესთან დაკავშირებულ სივრცობრივ გარემოს; საზოგადოებრივ ნაგებობებში მიმდინარეობს ადამიანთა საზოგადოებრივი ( მრავალფუნქციური ) პროცესი; სამრეწველო და საწარმოო დაწესებულებებში სივრცობრივი გარემო დაკავშირებულია წარმოების პროცესთან. 

ინტერიერის დიზაინის პროექტირების მეთოდიკა გამომდინარეობს ლოგიკური შემოქმედებითი პროცესის რეზულტატიდან. შექმნა თანამედროვე ინტერიერი ნიშნავს ერთდროულად პასუხი გასცე რიგ მოთხოვნებს, რომელიც ორგანულად ითავსებს ამოცანათა მთელ კომპლექსს – ფუნქციურს, მოცულობით – სივრცობრივს, ინჟინრულ – ტექნიკურსა და მხატვრულ – ესთეტიკურს. 

ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა ხდება ყველა შემადგენელი ნაწილის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით: საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი მოძრაობის გრაფიკი, სათავსების თანმიმდევრობა, ესთეტიკური და ფსიქოლოგიური გარემო, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, გამწვანების ელემენტების ჩართვა, ასევე შიდა და გარე სივრცეთა ურთიერთკავშირი ( რაც მნიშვნელოვნად ამდიდრებს მის ესთეტიკურ ღირებულებას) და მხოლოდ ყველა საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტის შედეგად შეიძლება მოვიპოვოთ ოპტიმალური რეჟიმის მატერიალურ – სივრცითი სტრუქტურა. 

მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები სამშენებლო კონსტრუქციების, სამშენებლო მასალებისა და შენობათა ინჟინრული მოწყობილობის დარგში, დიზაინერს აძლევს სივრცითი სტრუქტურის შექმნის ახალ შესაძლებლობებს – ფორმისა და მაშტაბის, აკუსტიკის, განათების და ფერითი გადაწყვეტის სპეციფიკურ კანონზომიერებებს

 

 

 

განცხადებები