GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
ტექსტილის დიზაინი - ხელმძღვანელი თინათინ კლდიაშვილი, თსსა სრული პროფესორი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 ECTS, სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.

 

სწავლების ენა: ქართული 

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: 

 

პროგრამა ითვალისწინებს ტექსტილის ხელოვნების ისეთი დარგების ათვისებას, როგორიცაა ხალიჩა, ფარდაგი, თექა, გობელენი, ბატიკა, ჟაკარდული ქსოვილი, ლურჯი სუფრები, მოჩითვა და ა. შ.ესთეტიკური და ტექნიკური ასპექტებით, რომელიც სრულდება შალის, აბრეშუმის, ბამბის და სხვა მასალის ნედლეულით. 

 

ეს დარგები ხორციელდება: მოთელვის, ქსოვის, მოხატვის, მოჩითვის და ღებვის (ხელით და მექანიკური მეთოდით) ტექნოლოგიებით. დისციპლინა მოითხოვს ესთეტიკურ აზროვნებას და ვიზუალური ფორმების ფუნქციების გაგებას პროდუქციის წარმოებასთან მიმართებაში. 

 

პროგრამა ორიენტიერებულია ამ დარგების დიზაინერების (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ ტექსტილის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, საუნივერსიტეტო და სპეციალურ არჩევით საგნებს.

 

განცხადებები