GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
სამრეწველო დიზაინი - ხელმძღვანელი ჯუმბერ ბეჭვაია, თსსა ასოცირებული პროფესორი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამრეწველო დიზაინის სპეციალიზაციით

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 ECTS, სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.

 

სწავლების ენა: ქართული 

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: სამრეწველო დიზაინის მიმართულება მოიცავს სამრეწველო – ტექნიკური და ექსკლუზიურ – ტექნიკური პროფილის დიზაინის სრულ სპექტრს. მასში შედის: ყველა სახის საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, სატრანსპორტო, დასვენების, გართობის, გარემოს კეთილმოწყობის, სპორტის და სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტექნიკის დიზაინი. 

 

პროგრამა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად მოიცავს სამრეწველო დიზაინის სპეციალობის ბაკალავრების მომზადებისათვის ყველა აუცილებელ ცომპონენტს. მასში ოპტიმალურადაა სინთეზირებული თეორიული, შემოქმედებითი და პრაქტიკული მომზადების საკითხები და დაბალანსებულადაა წარმოდგენილი კომპოზიცირების, პროექტირების, კონსტრუირების, ტექნოლოგიის, მორფოლოგიის, ერგონომიკის, ტექნიკური ესთეტიკის, მასალაში პრაქტიკული მუშაობის ასპექტები. პროგრამა ასევე მოიცავს, როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ვიზუალური კომპოზიციის საფუძვლები, ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), ისე ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, საქართველოს ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, საუნივერსიტეტო და სპეციალურ არჩევით საგნებს.

 

განცხადებები