GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
მოდის დიზაინი - ხელმძღვანელი მაია ბახტაძე, თსსა სრული პროფესორი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების ბაკალავრი 

 

საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 ECTS, სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა. ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.

 

სწავლების ენა: ქართული 

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია: კულტურის დინამიკის გათვალისწინებით მოდის დიზაინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომუნიკაციის გარკვეული სახეობა: სტილის, მოდის, მიმართულების, მოცემული დროის ესთეტიკური და მეცნიერული კონცეფციების, საზოგადოების ცხოვრების დონისა და კულტურის შესახებ. მოდის დიზაინი, როგორც ხელოვნების დარგი თავისი მასობრიობის გამო, მხატვრობისა და ქანდაკებისაგან განსხვავებით, სინთეზურ ხელოვნებას წარმოადგენს. მოდის დიზაინში მოიაზრება ჩაცმის, სტილისა და მანერის ვიზუალური და ტექნიკური ასპექტები. მოდის დიზაინის სერვისი და პროდუქცია გამიზნულად ახდენს ესთეტიკური და ტექნიკური ელემენეტების ინტეგრირებას ფუნქციებისა და ფასეულობების გაუმჯობესების მიზნით. 

 

პროგრამა ორიენტიერებულია ამ დარგების დიზაინერების (სპეციალისტების) აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ათვისებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შეძლებენ მოდის დიზაინის სფეროში წარმატებულ საქმიანობას. ასევე, პროგრამა მოიცავს როგორც ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს 

 

(ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), აგრეთვე, ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ არჩევით საგნებს. 

 

პროგრამა ამზადებს მოდის დიზაინერს ტრიკოტაჟისა და კრეატიული ქსოვილის ნაწარმის, კოსტუმის, ტყავის ნაწარმის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სპეციალობით, რომელსაც შეეძლება ცალკეული კოლექციების შექმნა სხვადასხვა სპეციფიკური ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

განცხადებები