GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
მხატვრული კერამიკა - ხელმძღვანელი გიორგი იაშვილი, თსსა სრული პროფესორი

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ხელოვნების ბაკალავრი

 

 საბაკალავრო პროგრამის მოცულობა: 240 ECTS,

 

 სწავლის ხანგრძლივობა – 4 აკადემიური წელი, 8 სემესტრი, ( სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან).

 

სასწავლო წლის ხანგრძლივობა- 40 კვირა, სემესტრის ხანგრძლივობა – 20 კვირა, აქედან – 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკა.  

 

ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი.  

 

სწავლების ენა:  ქართული

 

საბაკალავრო პროგრამის ანოტაცია:  კერამიკა, ფართო გაგებით, წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის ერთერთ უძველეს და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მუდმივად განვითარებად დარგს.

 

კერამიკული მასალა, უნივერსალურობის გამო, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ტექნიკურ, სამშენებლო, მანქანადმშენებლობის, სანიტარულ თუ სამედიცინო-სამკურნალო სფეროებში.

 

საბაკალავრო პროგრამა მოიცავს კერამიკის ერთერთ უმთავრეს ტრადიციულ და წამყვან დარგს  - “მხატვრულ კერამიკას” ანუ “კერამიკის ხელოვნებას”, რომელიც თავისთავად შედგება სპეციფიური ქვედარგებისგან, რომელთა ფართო სპექტრი  მასალათა ტექნოლოგიური  თვისობრიობით არის განპირობებული (დაბალტემპერატურიანი და მაღალტემპერატურიანი, ფოროვანი და შემცხვარკეციანი, შედგენილი თიხები და სხვა). ქვედარგები განსხვავდებიან ასევე წარმოების  მეთოდებით (სტუდიური, სამრეწველო და სხვ.) უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამა არის მხატვრული კერამიკული მასალის შესწავლის,  მისგან მაღალმხატვრული დონის პროდუქციის შექმნის საბაზისო სასწავლო კურსი და წარმოადგენს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ტექნოლოგიურ, სადიზაინო და სახვითი  საკითხების ერთობლიობას. პროგრამა ორიენტიერებულია მხატვარ-დიზაინერების აღზრდაზე, რომლებიც პროგრამის ფარგლებში მიღებული ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნით შესძლებენ მხატვრული კერამიკის სფეროში  წარმატებულ საქმიანობას.

 

პროგრამა  ასევე მოიცავს ვიზუალური ხელოვნების საბაზისო კურსს (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), ხელოვნების ისტორიის ზოგად თეორიულ კურსებს (მსოფლიო ხელოვნების ისტორია, ქართული ხელოვნების ისტორია), ციფრულ ტექნოლოგიებს, ზოგადსაგანმანათლებლო და სპეციალურ არჩევით საგნებს.

განცხადებები