GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ბაკალავრიატი
ფოტოგრაფია - ხელმძღვანელი ნანა იაშვილი, არქიტექტურის დოქტორი, თსსა სრული პროფესორი

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: 

 

080205 ხელოვნების ბაკალავრი (ფოტოგრაფია) 

 

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 

 

240 კრედიტი; სემესტრი _ 30 ECTS; 1 ECTS _ 25 სთ. 

 

სწავლის ხანგრძლივობა: აკადემიური წელი _ 4 

 

სემესტრი _ 8 

 

სასწავლო წელი _ 2 სემესტრი 

 

სასწავლო წლის ხანგრძლივობა _ 40 კვირა

 

სემესტრის ხანგრძლივობა _ 20 კვირა 

 

სემესტრში _ 15 სააუდიტორიო კვირა 

 

სესია _ 3 კვირა 

 

პრაქტიკა _ 2 კვირა 

 

ლექციის ხანგრძლივობა _ 50 წთ. 

 

სწავლების ენა: ქართული 

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 

 

საგანმანათებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გავლილი აქვთ თსსა შემოქმედებითი ტური და ერთიანი ეროვნული გამოცდები.

 

ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსია ფოტოგრაფიის სტატუსზე. დისკუსიაში განსაკუთრებით საგულისხმოა არა მხოლოდ სტილების (პიკტორალიზმი – კონცეპტუალიზმი და ა.შ.), არამედ თვით ფოტოგრაფიის სხვადასხვა ფუნქციის დაპირისპირება: დოკუმენტური ფოტოგრაფია და ვიზუალური ანთროპოლოგია, კომერციული და სარეკლამო ფოტოგრაფია, ავტონომიური ხელოვნება, საზოგადოებრივი რიტუალი და ა.შ.. ამდენად აუცილებელია იმ მედიუმის  სერიოზული შესწავლა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მოიცავს ჩვენი გარემოს დიდ ნაწილს.

 

განცხადებები