GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
ERASMUS+ პროექტი ესპანეთში, პალმა დე მალიორკაზე (და ბარსელონა)

თსს აკადემიასა და ესპანეთის, პალმა დე მალიორკას ხელოვნების უნივერსიტეტს- Escola d’Art i Superior de Disseny de les Illes Balears (Palma de Mallorca, Illes Balears, España) შორის გაფორმებული ერასმუს+ -ის ხელშეკრულების ფარგლებში, 14-20 მაისს, შედგა ერასმუს+ გაცვლითი პროექტი, რომელიც მოიცავდა: ერთობლივ გამოფენასა და მოდის დიზაინის პერფორმანსს 'ხელოვნება და დიზაინი საქართველოდან' , 5 დღიან სალექციო კურსებს, ვორქშოფებს, სახვითი ხელოვნების, ინტერიერის დიზაინის და მოდის დიზაინის მიმართულებით. ლექციებს და ვორქშოფებს გაუძღვნენ აკადემიის რექტორი, პროფესორი გ. გუგუშვილი, ინტერიერის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლ. ჩლაიძე, მოდის დიზაინის მიმართულების ასოცირებული პროფესორი რ. იოსელიანი. ერასმუს+ პროექტის ხელმძღვანელი - მაია ყიფიანი, საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.

გალერეა

განცხადებები