GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
საერთაშორისო პროექტები
სასწავლო ტური “ჰორიზონტს მიღმა-კულტურული და შემოქმედებითი სექტორების დაკავშირება-საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი”

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში, 10-14 აპრილს, სლოვენიაში ჩატარდა შემოქმედებითი ევროპის პროგრამის სასწავლო ტური “ჰორიზონტს მიღმა-კულტურული და შემოქმედებითი სექტორების დაკავშირება-საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მოცემული ქვეყნების წარმომადგენლები - მენეჯერები კულტურის დარგში. თსს აკადემიიდან კონკურსის წესით არჩეული იყო და მონაწილეობა მიიღო თსს აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა მაია ყიფიანმა.

 

ტურის ორგანიზატორი იყო, კულტურისა და შემოქმედებითი სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობის ცენტრი ‘MOTOVILA, Centre for the promotion of cooperation in the cultural and creative sectors’, ხოლო გახსნას კი ესწრებოდა სლოვენიის კულტურის მინისტრი და ყველა მონაწილე ქვეყნის ელჩები. პროგრამა მოიცავდა კონფერენციასა და გასვლით ტურებს, შეხვედრებს სლოვენიის კულტურის ყველა დარგის წარმომადგენლებთან ქალაქებში - ლუბლიანა, მარიბორი, ნოვი გორიცა, და ახალი პარტნიორული ქსელის შექმნის ხელშეწყობას, შემოქმედებითი ევროპის კულტურის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.

 

შეხვედრები შედგა შემდეგ კულტურისა და ვიზუალური ხელოვნების ცენტრებში:

 

Autonomous Cultural Centre Metelkova mesto, GLEJ Theatre , Vetrinjski dvor (Vetrinje Mansion), GT22, Multimedia centre Kibla. Pekarna Magdalenske Mreže, GT22, KID KIBLA, ART KIT KIBLA, Zavod Mars Maribor, Film Factory, UGM l Umetnostna galerija Maribor, და სხვა.

გალერეა

განცხადებები