GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
კონკურსები
შვეიცარიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები

შვეიცარიის მთავრობა აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებზე განაცხადების
მიღებას 2018-2019 წლის აკადემიური წლისათვის. სტიპენდიები სრულად ფინანსდება
შვეიცარიის მთავრობის მიერ და განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისა და
მეცნიერებისათვის.
ძირითადი სასტიპენდიო მოთხოვნებია: უნივერსიტეტის ხარისხი, გამორჩეული კვლევითი
გამოცდილება და პოტენციალი, ინგლისური ან შვეიცარიის რომელიმე ოფიციალური ენის
საფუძვლიანი ცოდნა.
სტიპენდიების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმ პროგრამაზე, რომელსაც აპლიკანტი
შეარჩევს და შესაძლებელია გაგრძელდეს 1-დან 3 წლამდე. საქართველოში შვეიცარიის
საელჩოში, განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე:
https://www.sbfi.admin.ch/…/bi…/scholarships-and-grants.html
ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

განცხადებები