GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
კონკურსები
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „დროშის“ ესკიზის შესარჩევი კონკურსი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „დროშის“ ესკიზის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა 28 მაისამდე.

კონკურსის ძირითადი პირობები:
კონკურსის მიზანი
კონკურისის მიზანი არის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „დროშის“ საუკეთესო პროექტის შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა.
ზოგადი კრიტერიუმები
• კონკურსის მომწყობია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გარდა საკონკურსო კომისიის წევრებისა;
• კონკურსი ტარდება ერთ ტურად;
საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს შესრულებული ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით, ვექტორულ პროგრამაში და წარმოდგენილი იყოს ელექტრონულად PDF ფორმატით, შემდეგ მისამართზე: info@art.edu.ge
კონკურსის ჩატარების ვადები:
• კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 15 ნოემბერს;
• საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 აპრილი;
• შედეგები გამოცხადდება პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადის ამოწურვიდან ერთი კვირის ვადაში.
• კონკურსში გამარჯვებულისთვის დაწესებულია პრემია 1000 ლარი.
კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები: 
გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, ხოლო ყველა სხვა პროექტი მოთხოვნისთანავე უბრუნდება ავტორს.

განცხადებები