GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
კონკურსები
ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებით კონკურსი

მხატვრული ნამუშევრების შემოქმედებითი კონკურსი

 

 

განვითარებისბანკიKfWსაქართველოში აცხადებს 18-30 წლის ახალგაზრდა მხატვრების შემოქმედებით კონკურსს თემაზე „საქართველოს მწვანე მომავალი“.
კონკურსი ეძღვნება განვითარებისსფეროში თანამშრომლობის დღეს, რომელიც 2017 წლის 17 ივნისს აღინიშნება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში. 
განვითარებისბანკიKfWგერმანიის სახელმწიფო ბანკია, რომლის მიზანიასაერთაშორისო განვითარების ხელშეწყობა. მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობის გარდა, მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია გარემოსა და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირება. KfW 1993 წლიდან საქმიანობს საქართველოში და უკვე უზრუნველყო დაახლოებით 800 მილიონი ევროს დაფინანსება ძირითადად ენერგეტიკის(მათ შორის ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის), მუნიციპალური ინფრასტრუქტურის (მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინების, მყარი ნარჩენების),ფინანსური სექტორის განვითარების და გარემოსდაცვითი მიზნებისთვის (განსაკუთრებით ეროვნული დაცული ტერიტორიების დახმარების გზით). 
განვითარებისბანკი KfW მდგრადი განვითარების კონცეფციის მიმდევარია, ანუ იმ ეკონომიკური სისტემისა, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს ყოფასდა ცხოვრების დონეს მომავალი თაობებისთვისაც. სწორედ ამიტომ,KfW თავის ძირითად ამოცანად მიიჩნევს ეკოლოგიურად ჯანსაღი, სოციალურად სამართლიანი და ეკონომიკურად ძლიერი განვითარების ხელშეწყობას პარტნიორ ქვეყნებში და ცვლილებების წახალისებას „მწვანე განვითარების“ (Green Growth) გზით. 
„მწვანე განვითარება“, იგივე Green Growth, არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებულიმგვარ ეკონომიკურგანვითარებას,რომელიც ეკოლოგიურად უსაფრთხოა და გათვლილია ხანგრძლივ პერსპექტივაზე. აღნიშნული ტერმინი გლობალური მასშტაბით გამოიყენება კლასიკური ინდუსტრიული ეკონომიკური განვითარებისალტერნატიული კონცეფციის აღსანიშნად.
„საქართველოსმწვანემომავალი“არისკონცეფცია, რომელიცასახავს „მწვანეგანვითარების“გზით მიღწევადი ეკონომიკურიგანვითარებისპოტენციურ შედეგებს. 
 თუხართხელოვანიდაგჯერათ „მწვანეგანვითარების“, თქვენ გაქვთ საუკეთესოშესაძლებლობაგადაიტანოთთქვენიხედვატილოზედაასახოთსაქართველოს„მწვანემომავალი“. კონკურსიარგიზღუდავთფანტაზიას და საშუალებას გაძლევთ,საკუთარიშემოქმედებისგამოყენებით აჩვენოთ, რომეკოლოგია არ უნდა შეეწიროსეკონომიკურგანვითარებას.
კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია, დაეხმაროს საქართველოში ახალგაზრდა მხატვრებს გამოავლინონმათი შემოქმედებითი უნარები და ამით ხელი შეუწყონ„მწვანე განვითარების“ შესახებ ცნობადობის ზრდას საზოგადოებაში.

კრიტერიუმები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსში მონაწილეობენ:
- საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ასაკია 18-30 წელი;
- პროფესიონალი ან დამწყები მხატვრები.

კონკურსის შესახებ

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. მასში მონაწილეობის მსურველებს პირველ ეტაპზე მოსთხოვენ ესკიზების წარმოდგენას. მეორეეტაპზე მხოლოდ შერჩეული კანდიდატები შეძლებენ საბოლოო ნამუშევრების წარმოდგენას. 
პირველი ეტაპი:
- კონკურსის მონაწილე მხატვრები წარმოადგენენ ესკიზებს, რომლებშიც ასახული იქნება მათი წარმოდგენა საქართველოს მწვანე მომავალზე. ესკიზების წარმოდგენის ბოლო ვადაა2017 წლის 22 მაისი, 18:00 სთ.
- ესკიზები ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერი მასალის გამოყენებითშეიძლება იყოს შესრულებული, მაგრამ მკაფიოდ უნდა გადმოსცემდეს იმ კონცეფციას, რომელსაც მხატვარი თავის საბოლოო მხატვრულ ნამუშევარში გადაიტანს იმ შემთხვევაში, თუ მისი ესკიზი შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის. 
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად შერჩეული იქნება 10-მდე ესკიზი. 
- მონაწილეებს 2017 წლის 25 მაისამდე შეატყობინებენ, თუ მათ ნამუშევრებს შეარჩევენ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. 
მეორე ეტაპი:
- პირველი ეტაპის შედეგად შერჩეული ესკიზების ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ტილოზე შესრულებული სრული ნამუშევრები (70 სმ X100 სმ). სრული ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2017 წლის 10 ივნისი, 18:00 სთ.
- შერჩეულ კონკურსანტებს აუნაზღაურდებათ სახარჯი სამხატვრო მასალების (ტილო, საღებავი, კრეონი და ა.შ.)მასალებისღირებულება(70 სმ X100 სმ) საკონკურსო ნამუშევრის დასრულების შემდეგ;
- დადგენილ ვადამდე წარმოდგენილი ყველა ნახატი გამოიფინება გერმანია-საქართველოს წლისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებაზე, 2017 წლის 17 ივნისს.
- KfWშეიძენს სამ გამარჯვებულ ნახატს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური შეარჩევს.
პრიზები

განვითარების ბანკი KfWსაქართველო შეიძენს პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მხატვრების ნამუშევრებს: 
I ადგილი: 500ევრო
II ადგილი: 300 ევრო
III ადგილი 200 ევრო

მონაწილეობის პირობები

- კონკურსში მონაწილეობა უფასოა!
- კონკურსის პირველ ეტაპზე, თითოეულ კონკურსანტს შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის ესკიზების წარმოდგენა;
- ყველა ნამუშევარი კონკურსანტის საკუთარი, ორიგინალი ნაშრომი უნდა იყოს და არ უნდა არღვევდეს მესამე პირების საავტორო ან სხვა რომელიმე უფლებას (პლაგიარიზმი);
- მხატვრული ნამუშევრები,როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული, უნდა იყოს შესრულებული ხელით, მითითებული ფორმატის ტილოზე.
კონკურსიდან მოიხსნება შემდეგი ნამუშევრები:
- ციფრული ნამუშევრები, მათ შორის ფოტოები;
- ძალადობის ან შეურაცხყოფის სცენების ამსახველი ან სხვა არაეთიკური ნამუშევრები, რომლებიც არ ექვემდებარება ფართო საზოგადოებისთვის წარდგენას; 
 - ნამუშევრები, რომლებიც შეურაცხყოფს რომელიმე სოციალური, რასობრივი, გენდერული, რელიგიური ან პოლიტიკური ჯგუფის ღირებულებებს და შეხედულებებს;
- ნამუშევრები, რომლებშიც ასახულია რომელიმე რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი ან ემბლემა.
ყველა ესკიზს და საბოლოო ნამუშევარს განიხილავს საერთაშორისო ჟიური კონფიდენციალურობის სრული დაცვით. გამოქვეყნდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეული ნამუშევრები. კონკურსის შემდეგ ავტორებს დაუბრუნდებათ მათინამუშევრები, მოთხოვნისამებრ.
კონკურსის მონაწილეებმა ხელით უნდა მიიტანონ ან ფოსტით გააგზავნონ ესკიზები და შემდეგი ინფორმაცია:
1. მხატვრის სახელი და გვარი;
2. საკონტაქტო მონაცემები (მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
3. მხატვრული ნამუშევრის სათაური და/ან მისი კონცეფციის აღწერა;
4. იმ მასალების აღწერა, რომლებიც გამოყენებული იქნება 70სმX100სმფორმატის მხატვრულ ნამუშევარში (მაგ. ზეთის საღებავები ტილოზე, აკვარელი ქაღალდზე და ა.შ.).

საქართველოს მწვანე მომავლის ამსახველი ესკიზები წარმოდგენილი უნდა იქნეს 2017 წლის 22 მაისის 18:00 საათამდე

მისამართი: თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა #31ა, მე-4 სართული, განვითარების ბანკიKfW

საკონკურსო პროცესთან დაკავშირებული შეკითხვები წერილობით უნდა იქნეს წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:natia.gozalishvili@kfw.deარაუგვიანეს 2017 წლის 17 მაისისა. ორგანიზატორები კოლექტიურად გასცემენ პასუხებს შეკითხვებზე 2017 წლის 19 მაისს, შეკითხვების ავტორების ვინაობის გაუმჟღავნებლად.

მხატვრული ნამუშევრის შეფასება

ნახატებს შეაფასებენ ხარისხის, ორიგინალურობის და თემასთან შესაბამისობის მიხედვით. 
საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში „მწვანე განვითარების“ სფეროში მოღვაწე პროფესიონალი შემოქმედები და ექსპერტები არიან, შეაფასებენ მხატვრულ ნამუშევარს შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:
- შესაბამისობა საკონკურსო თემასთან - „საქართველოს მწვანე მომავალი“;
- მხატვრის კრეატიულობა და ორიგინალურობა, უნიკალურობა სტილის ან კონცეფციის ვიზუალიზაციის თვალსაზრისით;
- ვიზუალური ზემოქმედება, რომელიც დადებით შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე (საზოგადოებაზე).
მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:
- ოსტატობა, ტექნიკური სრულყოფილება, რომელიც ავტორის დახვეწილ უნარ-ჩვევებზე მეტყველებს.

 
 

განცხადებები