GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
კონკურსები
ვიზუალური ნაშრომების კონკურსი თემაზე - მდგრადი განვითარების მიზნები და საქართვ ელო

 https://idfi.ge/ge/pagel/competitionview/8/

კონკურსის თემაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, 2017 წლის 2 მაისს, 17:00, რესტორან “ლოლიტა”-ს საკონფერენციო დარბაზში (მის: ჭოველიძის N7, მე-III სართული) კონკურსანტებისთვის გაიმართება სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 2017 წლის 26 აპრილისა.

 

საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი.

 

თითოეულ ნომინაციაში (ფოტო, პოსტერი, გრაფიტი) გამოვლინდება 1 გამარჯვებული და მათ/თითოს გადაეცემათ ტექნიკის მაღაზიის 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე. ჟიურის მიერ შერჩეული 20 ვიზუალიზაცია (10 ფოტო და 10 პოსტერი) ავტორის სახელი და გვარის მითითებით განთავსდება IDFI-ის ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. გამარჯვებული გრაფიტის (ესკიზი) შემთხვევაში, პროექტი უზრუნველყოფს საჭირო კედლის მოძიებას/ნებართვას რათა ავტორმა შეძლოს გრაფიტის ესკიზის გადატანა კედელზე. 
Tel/Fax: +995 32 2 92 15 14
Tel (Cell): +995 599 50 01 37
Mail: m.makharashvili@idfi.ge; info@idfi.ge