GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
კონკურსები
კონკურსი. ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფი“

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ მხატვრებს და მაგისტრებს. კონკურსანტის მაქსიმალური ასაკი - 35 წელი. ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს ბოლო 2 წელიწადში. ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1.5 მეტრს; ქანდაკების ზომა - 1.2 მეტრს და შესრულებული უნდა იყოს ატმოსფერული და ტემპერატურული ცვლილებებისადმი მდგრადი მასალით; ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, PDF ფორმატით, შემდეგ მისამართზე: giraffe@oftalmij.com. 
საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 თებერვალი.
ერთი მხატვრის მიერ წამოდგენილი უნდა იყოს ერთი ნამუშევარი. საკონკურსო ნამუშევრის თემა - თავისუფალი.
ნომინაციები:
I - საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი
II - საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი
III - საუკეთესო ქანდაკება
IV - „წლის მხატვარი“
V - სახვითი ხელოვნების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
I –II- III ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ:
- სპეციალური პრემია - „ჟირაფის“ ქანდაკება
- ფულადი პრემია 3000 ლარი
- შემოქმედებითი მივლინება საფრანგეთში, ქ. პარიზში 1.5 თვით, ავიაბილეთებით და ბინით უზრუნველყოფის ჩათვლით
IV ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა:
- სპეციალური პრემია - „ჟირაფის“ ქანდაკება
- ფულადი პრემია 3000 ლარი
- პერსონალური გამოფენის მოწყობა „ოფთალმიჯ არტ გალერეაში“
V ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა:
- სპეციალური პრემია - „ჟირაფის“ ქანდაკება
- ფულადი პრემია 3000 ლარი

კონკურსი შედგება 4 ტურისგან:
I ტური - განაცხადის, პორტფოლიოს და ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის გამოგზავნა (2016 წლის 1 დეკემბერი - 2017 წლის 28 თებერვალი);
II ტური - პირველი ეტაპი - ჟიურის მიერ ელექტრონულად წარდგენილი ნამუშევრების შერჩევა (2017 წლის მარტი);
მეორე ეტაპი - ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრების წარმოდგენა „ოფთალმიჯ არტ გალერეაში“ და ვიზუალური შერჩევა (2017 წლის აპრილი);
III ტური - მეორე ტურში არჩეული საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა „ოფთალმიჯ არტ გალერეაში“ (2017 წლის მაისი);
IV ტური - გამარჯვებულის გამოვლენა თოითოეულ ნომინაციაში და დაჯილდოვების ცერემონიალი.
დაჯილდოვების ცერემონიის სავარაუდო თარიღია 2017 წლის 9 ივნისი. ცერემონია გაიმართება კლინიკა "ოფთალმიჯის" ბაღში, ღია ცის ქვეშ.

განაცხადის ფორმა

სახელი, გვარი:

დაბადების ადგილი, თარიღი:

მისამართი:

ტელეფონი:

ელექტრონული ფოსტა:

ვებ-გვერდი:

ნამუშევრის სათაური, შესრულების წელი:

ნამუშევრის ზუსტი ზომა:

ნამუშევრის შესრულების მასალა/ტექნოლოგია:

ნამუშევრის კონცეფცია:

ჩემი ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ზემოთ წარმოდგენილი ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს.

ხელმოწერა

თარიღი

განცხადებები