GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
კონკურსები
კონკურსი ვიტრინების მოხატვაზე თემა: „კოსმეტიკა, რომელიც გაბედნიერებს“

კონკურსი ვიტრინების მოხატვაზე 
თემა: „კოსმეტიკა, რომელიც გაბედნიერებს“

კონტექსტი/შინაარსი: 
1 მარტიდან ჯიპისი იწყებს საგაზაფხული კამპანიას/აქციას კოსმეტიკის ფრანგულ ბრენდებზე. ამისთვის აუცილებლად დაგვჭირდება აფთიაქის ვიტრინების გაფორმება.

წელს, სტანდარტული პოსტერების გარდა, გვინდა რამდენიმე ცენტრალური აფთიაქის გარე ვიტრინებზე გავაკეთოთ განსხვავებული სტილის პრინტ მასალა.

კონკრეტულად კი, ვფიქრობთ მათ მოხატვას, თუმცა განიხილება სხვა სტილის გაფორმებაც (არა ნახატი), თუკი ის იქნება მისაღები კომპანიისთვის

და მასში გათვალისწინებული იქნება აქციის პირობებიც.

პრინტის ვიზუალი: 
პრინტის ვიზუალისთვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები, ანუ ნახატში/ნამუშევარში უნდა იყოს ის დეტალები,

რომელიც ამ თემებს რაღაც კუთხით დაუკავშირდება: 
• საფრანგეთი • კოსმეტიკა • გლამურული გოგოები (ჩვენი გოგოების ვიდეო რგოლებს ლინკის სახით გიგზავნით)

https://www.facebook.com/gpcvizrunoTsicocxleze/videos/1281700645237849/

https://www.facebook.com/pg/gpcvizrunoTsicocxleze/videos/…


• გაზაფხული • 50% ფასდაკლება • საჩუქრები • პოზიტივი (ანუ ეს ემოციის ნაწილია, პრინტი მაქსიმალურად ქალური, გლამურული და პოზიტიური უნდა იყოს).

ვადები: 
კონკურსანტებმა შექმნილი ესკიზები უნდა მოგვაწოდონ 8 თებერვლამდე.

შესაძლებელია ოფისში მოტანა (მის: სანაპიროს 6, „ჯიპისი“) ან მეილზე გამოგზავნა: tea.javakhishvili@gpc.ge 
კითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 599744710 თეა 
გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება 10 თებერვლამდე.

დამატებითი დეტალები: 
• ნამუშევარმა უნდა გაუძლოს გარემო პირობებს: თოვლი, წვიმა, ქარი....

• ნამუშევარმა არ უნდა დააზიანოს ვიტრინა მოშორების/აფხეკვის დროს (როდესაც პროექტი დასრულდება)

• ნამუშევარი უნდა გაკეთდეს შუშის ვიტრინებზე, საშუალო ზომა 3მx3მ-ზე

• თუკი ვერცერთი ესკიზი ვერ დააკმაყოფილებს კომპანიის მოთხოვნებს და არ იქნება მოწონებული,

კომპანია ყველა ნამუშევარს უკან დააბრუნებს და მასზე ყველა სახის საავტორო უფლება მის შემსრულებელს რჩება.

შესაბამისად აფთიაქის ვიტრინებიც აღნიშნული ესკიზებით არ მოიხატება.

• თუკი მოწონებული იქნება ერთზე მეტი ნამუშევარი, შესაძლებელია კონკურსს ჰყავდეს 2 გამარჯვებული და აფთიაქები მოიხატოს განსხვავებულად.

• მოხატვისთვის საჭირო მასალებს უზრუნველყოფს კონკურსანტი.

პრიზი: 
 გამარჯვებული ნამუშევრის/ნახატის მფლობელი მიიღებს ფულად პრემიას: 300 ლარი (ეს მოიცავს 1 აფთიაქის მოხატვას. თუკი, საჭირო გახდება მეტის მოხატვა, ასეთ შემთხვევაში თანხა გაიზრდება).

გისურვებთ წარმატებას

 

 
 
გალერეა