GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
გამოფენები
წიგნის „ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“ პრეზენტაცია

„ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა. ისტორია, თანამედროვეობა“ პირველი გამოცემაა, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს ქართულ დამწერლობისა და შრიფტის განვითარების ეტაპებს საუკუნეების განმავლობაში.

 

წიგნის პირველ ნაწილლში თქვენ ნახავთ ქვაზე ნაკვეთი, მოზაიკური, ფრესკული, ჭედური და ნაქარგი, ასევე - ხელნაწერებისა და სიგელ-გურჯების ულამაზეს ნიმუშებს, თვალს გაადენვებთ ქართული დამწერლობის განვითარებას უძველესი დროიდან დღემდე;

 

წიგნის მეორე ნაწილი წარმოაჩენს ქართული ტიპოგრაფიკის, შრიფტის განვითარების გზას ვახტანგ VI-ის სასტამბო შრიფტებიდან უახლეს ფონტებამდე.

 

აკა მორჩილაძის საინტერესო სტატია და 1.000-ზე მეტი უნიკალური ილუსტრაცია წიგნს მიმზიდველს ხდის ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ქართული კულტურით და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილით - ქართული დამწერლობითა და შრიფტით.

 

წიგნის ავტორები: სოფიო კინწურაშვილი, თამაზ ვარვარიძე, ნანა ჭურღულია

 

 

The original edition of “Georgian Script and Typography. History, Modern Age” is the first book which gives a systematic description of the stages of development of Georgian script and types over the course of history.

 

In the first part of this book you’ll see the most beautiful engraved, tessellated, fresco, chased and embroidered inscriptions as well as exceptional samples of manuscripts and deeds, which will enable you to trace back the development of Georgian script from ancient times to the present day.

 

The second part of the book represents a survey of the development of Georgian typography and typefaces from the printing types of King Vakhtang VI to the most modern fonts.

 

Those who’re interested in Georgian culture and Georgian script and types, the most important components of this culture, will have the opportunity to read informative articles by Aka Morchiladze and see more than 1 000 unique illustrations.

 

Autors: Sophie Kintsurashvili, Tamaz Varvaridze, Nana Churgulia

 

28 სექტემბერს, 18 საათზე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

28 September

Wednesday at 6 pm – 7pm

National Library of Georgia,

7, Gudiashvili street

განცხადებები