GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
გამოფენები
გამოფენა ,,მე ვხედავ თითებით”

12 ივნისს 18:00 საათზე ჯანაშიას საქართველოს მუზეუმში გამოფენის გახსნა - ,,მე ვხედავ თითებით”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ–მასწავლებლების და სტუდენტების, სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების მოსწავლეების და მათი პედაგოგების „ვეფხისტყაოსნის” თემაზე შექმნილი .სახვითი ხელოვნების ნაწარმოებები. 
ეძღვნება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს



პროექტის ფარგლებში გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილის ლექცია ,,საგნობრივიდან უსაგნო ხელოვნებამდე” (15 ივნისი, 16:00 საათი) და მხატვარ ქეთევან მატაბელის მასტერკლასი ,,შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი თანამედროვე ხელოვნებაში“ (17 ივნისი, 16:00 საათი).



პროექტის ხელმძღვანელია მხატვარი ქეთევან მატაბელი. თანაორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქ. თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების ეროვნული გალერეა, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელოვნების სტუდია.