GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
სამეცნიერო კონფერენცია 21-ე საუკუნის მუზეუმის გამოწვევები და მილენიუმის თაობა

სამეცნიერო კონფერენცია 21-ე საუკუნის მუზეუმის გამოწვევები და მილენიუმის თაობა

 

მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, 2017 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია „21-ესაუკუნის მუზეუმის გამოწვევები და მილენიუმის თაობა“, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. კონფერენციაში მონაწილეობენ თსაა მუზეუმმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები (თინათინ ივანიშვილი, მარიამ ჩხაიძე, მარიამ ევსია), ხოლო პროექტის ავტორია პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. ინგა ქარაია. კონფერენციის თემატიკა ფოკუსირებულია 21-ე საუკუნის მუზეუმის გამოწვევების გაანალიზებაზე მილენიუმის თაობის თვალთახედვით და მოიცავს სამუზეუმო საქმის მენჯმენტის საკვანძო საკითხებს. 
კონფერენციის თეზისები დაბეჭდილია კრებულში, რომელიც გამოიცა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემის ხელშეწყობით.


ორგანიზატორი: ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
თანაორგანიზატორები: აპ. ქუთათელაძის სახ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი
კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, თბილისი, ფურცელაძის ქ. 1
დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ:


https://www.facebook.com/events/293928114387202/

 

http://www.georgianmuseums.ge/?lang=geo&id=2_1&sec_id=13&th_id=210

 

განცხადებები