GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
2017 წლის კონფერენციები - სტუდენტური და სამეცნიერო

თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის
სამეცნიერო კონფერენცია
2017 წლის 30 ივნისი

 

ძვირფასო კოლეგებო!


თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია. 
 კონფერენცია მოიცავს შემდეგ სფეროებს: ძველი, ახალი და თანამედროვე ხელოვნება, რესტავრაცია/კონსერვაცია, ხელოვნების მენეჯმენტი და კულტუროლოგია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: აკადემიურ პერსონალს, მასწავლებლებს, მოწვეულ პედაგოგებს, მეცნიერებს და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

რეგლამენტი: მოხსენებისთვის – 20 წუთი; მოხსენების შემდგომი მსჯელობისთვის – 10 წუთი. 
გთხოვთ, მოხსენების სათაური წარმოადგინოთ 10 ივნისამდე!
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება არ უნდა იყოს გამოქვეყნებული (გამოსაქვეყნებლად გადაცემული) ან სხვა კონფერენციაზე წაკითხული (წასაკითხად წარდგენილი). 
მოხსენებები დაიბეჭდება ჟურნალში ACADEMIA. 
საკონტაქტო პირი სალომე ყავლაშვილი - მობ.: 595 284207; დეკანატი: 2 999 216
E-mail: salome.kavlashvili@art.edu.ge 
 კონფერენცია ჩატარდება თსსა რესტავრაციის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, აუდიტორია N306. 
მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების N 47

 

 

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი
გიწვევთ სტუდენტურ კონფერენციაზე
2017 წლის 23 მაისს
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2017 წლის 1 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თემის სათაური და თეზისები.

- შრიფტი: Acadnusx, Sylfaen, Times New Roman
- სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა: 2.000-4.000
გთხოვთ მიუთითოთ ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი.

მოხსენების წარმოდგენის ვადა 2017 წლის 20 მაისი

- შრიფტი: Acadnusx, Sylfaen, Times New Roman
- სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა: 13.000
კონფერენციისთვის წარმოდგენილი ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა იყოს წაკითხული სხვა კონფერენციაზე. თეზისებში ნათლად უნდა ჩანდეს ნაშრომის საკვლევი თემატიკა და შედეგები.
საკონტაქტო პირი სალომე ყავლაშვილი - მობ.: 595 284207; დეკანატი: 2 999 216
E-mail: salome.kavlashvili@art.edu.ge 
 კონფერენცია ჩატარდება თსსა რესტავრაციის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, აუდიტორია N306. 
მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების N47

გალერეა

განცხადებები