GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
გიორგი (გიგა) ბათიაშვილის პროექტების პრეზენტაცია

არქიტექტორმა გიორგი (გიგა) ბათიაშვილმა 13.03.2017 წ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის და არქიტექტურის ფაკულტეტის პეროფესორ - მასწავლებლების, სტუდენტებისა და რექტორატისათვის გასაცნობად და განსახილველად წარმოადგინა სამი საპროექტო გააზრება:1. ისტორიული თბილისის ზონაში მეტეხის ხიდის მიმდებარე ისტორიული განაშენიანების სივრცის რეაბილიტაცია; 2. „თავისუფლების“ მოედნის მიწისქვეშა სივრცეში ავტოპარკინგის მოწყობა და შენობა ნაგებობების სარდაფების, გალავნის კედლის ფრაგმენტების რეაბილიტაციის არქიტექტურული გააზრება; 3. თბილისში მელიქიშვილის და ვარაზისხევის ქუჩების შეერთების ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული გააზრება მაღაზიებით, კაფეებით, ოფისებით მიწისქვეშა პარკინგით.

 

 

სიონ-მეტეხის ღერძზე არსებული ხიდის მიმდებარედ, ისტორიული გარემოს „ხიდების“ სივრცითი რეაბილიტაცია, ისტორიულის ადეკვატური ფუნქციების გათვალისწინებით.

 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ადგილების ისტორიული განაშენიანების, სიონ-მეტეხის ღერძზე არსებული ხიდის მიმდებარედ, კარგად იკითხება ერმაკოვ-როინაშვილის ცნობილ ფოტოებზე, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტო არქივში. წარმოადგენდა თბილისის ისტორიული ბირთვის უმნიშვნელოვანეს განაშენიანებას, რომლის მოცულობითი მასშტაბი და არქიტექტურის ხარისხი იყო გამორჩეულად დედაქალაქური.
ეს ისტორიული გარემო მნიშვნელოვნად სახეცვლილია, რაც შედეგია გასული საუკუნის შუა წლებში განსაკუთრებით 1950-იან წწ-ში განხორციელებული ახალი მეტეხის ხიდისა და ამ მონაკვეთზე სანაპირო გზის მშენებლობით. რასაც მოჰყვა ცვლილებები სივრცით მახასიათებლებში. დღეს დარჩენილია მხოლოდ კვალი, მდინარის წყლით დაფარულ მეჩეჩებზე შერჩენილი განაშენიანების საძირკვლების ფრაგმენტების, რაც მკაფიოდ ჩნდება გაზაფხულის ბოლოს მტკვარზე ორთაჭალჰესში დამბების გახსნის შემდეგ როცა ეცემა წყლის დონე. საარქივო მასალების შესწავლისა და არსებული ფაქტორების გათვალისწინების შედეგად, ამავე არქიტექტორების გიგა ბათიაშვილისა და ანრი ყრუაშვილის მიერ, გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიგეგმა შარდენის ქუჩის რეკონსტრუქცია-რეგენერაცია ადაპტაცია. რაც განხორციელდა მშენებლობით. რეგენირებული განაშენიანების გაგრძელება დაგეგმილი იყო როგორც მეორე რიგის სამუშოები. ეს მეორე რიგი გულისხმობდა, ისტორიული გარემოს ე.წ „ხიდების“ სივრცითი რეაბილიტაციას, ისტორიულის ადეკვატური ფუნქციების გათვალისწინებით, რაც წარმოდგენილია წინამდებარე კონცეფტუალური საპროექტო გადაწყვეტით.
როგორც ცნობილია თბილისელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის მიმზიდველია და პოპულარულია შარდენის ქუჩა და მისი მიმდებარე ბამბისა და რკინის რიგების ზონა. ცხადია, რომ აუცილებელია ე.წ. მეორე რიგის მშენებლობის განხორციელება, რითაც ერთის მხრივ გაგრძელდება ტურისტული სვლების შესაძლებლობა კოტე აფხაზის ქუჩიდან, (რომელიც თავიდან წარმოადგენდა საქარავნო გზის საქალაქო მონაკვეთს, შემდგომში შუაბაზრათ წოდებულს და ა.შ.) შარდენის ქუჩიდან, ბამბისა და რკინის რიგებიდან რიყის მიმართულებით ევროპის მოედნისაკენ და აქედან მეტეხის წარბის განაშენიანებისსაკენ, საარბრუკენის მოედნისკენ და თამარ მეფის პროსპექტისაკენ და საპირისპირო მიმართულებით ქალაქის ცენტრისკენ.
ამ პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება, ისტორიული თბილისის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მაღალ მხატვრული, არქიტექურულ- სივრცული იერ-სახის რეგენარაცია და ლოგიკურად შეიკვრება ტურისტული გადაადგილების მიმართულების შესაძლებლობა დატვირთული შესაფერისი ფუნქციებით.

 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი 
სოფიო გაბადაძე

 

 

მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი პროექტი.

 

არქიტექტორ გიორგი ბათიაშვილის მიერ სამხატვრო აკადემიაში პრეზენტირებული პროექტი პენტჰაუზიანი და მიწისქვეშა ავტოპარკინგიანი მრავალფუნქციური სახლი ეხმიანება თანამედრო ცივილურ სამყაროში კვლავ აჟღერებულ არქიტექტურულ კლასიკას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შენობის მასშტაბი სადედაქალაქოა, მაღალმხატვრული დონისაა და დასამახსოვრებელი იერსახის. გააჩნია ეროვნული - ქართული მინიშნება და ამავე დროს აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით და ეპოქისათვის დამახასიათებელი ფუნქციებით. გ. ბათიაშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი იმსახურებს ყოველმხრივ მხარდაჭერას.

თსსა რექტორი
პროფესორი გიორგი გუგუშვილი

 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
პროფესორი ნინო ღაღანიძე

 

არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი ნოდარ ამაშუკელი

გალერეა

განცხადებები