GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
ახალი ამბები
Impact Hub Tbilisi და ევროპის ფონდი გიწვევენ Social Impact Award-ის გახსნით ღონისძიებაზე

Impact Hub Tbilisi და ევროპის ფონდი 
გიწვევენ Social Impact Award-ის გახსნით ღონისძიებაზე
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

 

Social Impact Award არის საერთაშორისო პროგრამა სტუდენტებისთვის, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ცოდნა სოციალური მეწარმეობის კუთხით და ასევე, მონაწილეობა მიიღონ სოციალური საწარმოს ბიზნესიდეების კონკურსში.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

2017 წლის 9 თებერვალი, 17:00 - 19:00
Impact Hub Tbilisi. ე. ნინოშვილის ქ. 8

 

Impact Hub Tbilisi ევროპის ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას „Social Impact Award“, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა პარალელურ რეჟიმში ევროპის 20 ქვეყანაში მიმდინარეობს და სტუდენტებს სთავაზობს ექსპერტებისა და პროფესიონალების დახმარებას იდეის გენერირებიდან სოციალურ ბიზნესამდე.

Social Impact Award, იგივე სია, არის საერთაშორისო სტუდენტური პროგრამა, რომელიც ევროპის 20 ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს. სია ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და სტუდენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამა/კონკურსს თავიანთი იდეების განსახორციელებლად.


რატომ SIA?

• 20 ქვეყანა - 1 მისია
• ვორქშოფების სერია ყველა დაინტერესებული სტუდენტისთვის
• ფინალისტი გუნდების ინტენსიური მუშაობა მენტორებთან
• 2000 ევრო თითოეული გამარჯვებული გუნდისთვის
• SIA-ს ევროპის სამიტზე გამგზავრება 
• გრანტის სახით, 20,000 ლარის მიღების შესაძლებლობა ევროპის ფონდისგან

გალერეა

განცხადებები