GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
გალერეები
გალერეები

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას აქვს რამდენიმე საგამოფენო სივრცე, სადაც ეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენები, აქცი-პრეზენტაციები თუ ვორქშოფები (გალერეის სპეციფიკის მიხედვით). შედარებით ვრცელ  გამოფენებს მასპინძლობს აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზი, რომელიც ისტორიულ შენობაშია განთავსებული. საგამოფენო სივრცე TBC ბანკის მხარდაჭერით  გარემონტდა და 2010 წლის თებერვალში განახლებული სახით გაიხსნა. საგამოფენო დარბაზის მთლიანი ფართობი შეადგენს 320 კვ.მ.-ს (40მX8მ). გალერეა აღჭურვილია გათბობა-კონდიცირების სისტემით, სამუზეუმო და საგალერეო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე განათების სისტემით,ვიდეო პროექტორებითა და ხმის გამაძლიერებელი დანადგარებით.

 

ის, ვიდეო ბმულები: http://www.tabula.ge/article-2459.html

 

დიდი საგამოფენო დარბაზი

 

ამავე შენობაში, “ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის” მხარდაჭერით, 2009 წელს გაიხსნა გალერეა “აკადემია ჰოლი”, სადაც ძირითადად საინფორმაციო-საპრეზენ- ტაციო ხასიათის მცირე გამოფენა-პროექტები, შიდა აკადემიური გამოფენები და არტ-აქციები ეწყობა. საგამოფენო სივრცის ფართობი 150 კვ.მ.-ია.

 

1981 წელს შარდენის ქუჩა #19-ში მდებარე შენობაში განთავსდა ქსოვილების კათედრის შემოქმედებითი ლაბორატორია, სადაც სრულდებოდა საკურსო და სადიპლომო ნამუშევრები: გობელენები, ხალიჩები და ფარდაგები. ნამუშევართა დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, გივი ყანდარელისა და თამაზ ნუცუბიძის ინიციატივითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 2001 წელს მოხდა შენობის რეაბილ- იტაცია; კოლექციისათვის გამოიყო კიდევ ერთი სართული და დაარსდა გობელენის მუზეუმი. მუზეუმს წლების განმავლობაში ხელმძღვა- ნელობდნენ მისი დაარსების ინიციატორები.

 

გობელენის მუზეუმის I სართულზე გამოყოფილია მცირე საგამოფენო სივრცე, სადაც განთავსებულია სამხატვრო აკადემიის გალერეა “აკადემია+”. გალერეის ძირითადი მიმართულება თანამედროვე მედიებია. სივრცე გამოიყენება აქციური სახის კონცეპტუალური პრო – ექტებისთვისაც. გალერეაში ხორციელდება სამხატვრო აკადემიის პროექტი “თავისუფალი სივრცე”, რომელიც გამიზნულია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობისთვის.

განცხადებები