GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
სახვითი ხელოვნება
ფერწერა

მიმართულების ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი დავით ალექსიძე

 

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ფერწერა, რომელიც სამხატვრო აკადემიაში მისი დაარსებიდან ისწავლება.

 

დღევანდელი ფერწერის სწავლების მეთოდიკა კომპლექსურია, რომლის მიხედვითაც, კლასიკური, აკადემიური პრინციპების საფუძვლიან შესწავლასთან ერთად, თანამედროვე სახელოვნებო სივრცეში არსებული ინფორმაციის ათვისება და შემოქმედებითად გააზრებაც იგულისხმება.

 

ფერწერის მიმართულება ახორცილებს ფაკულტეტურ მომსახურებას სამხატვრო აკადემიის ყველა ფაკულტეტისა და მიმართულებისათვის, რომლის სასწავლო პროგრამები ფაკულტეტების და მათიმიმართულებების სპეციფიკის მოთხოვნების გათვალისწინებითაა შედგენილი.

 

ფერწერის მიმართულების პროგრამები მოიცავს შემდეგ სამ სპეციალობას:

 

• დაზგური ფერწერა:  დაზგური ფერწერის სპეციალობა საბაზისოა ყველა მედიისთვის. იგი ეფუძნება შემოქმედებითი ინოვაციებისა და ფერწერის ადრე არსებული პროგრამების საუკეთესო იდეების ერთობლიობას. ფერწერის შესწავლისას, ტრადიციულად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაწყებითი საბაზისო პოსტულატების შესწავლას ნატურმორტზე ან შიშველ მოდელთან მუშაობისას. რაც შეეხება ფერწერული კომპოზიციის პრინციპების შესწავლას, მუშაობა მიმდინარეობს კომპლექსურად, სტუდენტის პერსონალური და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით.

 

ფერწერის მიმართულებაზე ფუნქციონირებს სრული პროფესორების გია ბუღაძის და დავით ალექსიძის სახელოსნოები; სახელოსნოში სწავლება არჩევითია და დამოკიდებულია სტუდენტის ნება-სურვილზე. ამ სახელოსნოებში ასწავლიან საშტატო და მოწვეული პედაგოგები.

 

• თეატრის მხატვრობა (სცენოგრაფია):  თეატრის მხატვრობის (სცენოგრაფია) სპეციალობა ითვალისწინებს ევროპის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლების გამოცდილებას. ტრადიციული და ახალი მეთოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული პროგრამების შესწავლა გულისხმობს თეატრალური დეკორაციის შექმნას მისი ვიზუალური და ტექნიკური ასპექტებით, აგრეთვე თეატრალური კოსტუმების სტილისტურ და ტექნიკურ გადაწყვეტას. თეატრის მხატვარი რეჟისორთან ერთად ქმნის სანახაობას.

 

• კინო-ტელემხატვრობა:  კინო-ტელემხატვრობის სახელოსნო სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე დაარსდა 1968 წელს. კინო-ტელემხატვრობა თვისობრივად სპეციფიკური და ფუნქციური დარგია. პროგრამის კონცეპტუალური სტრუქტურა ძირითადად სტუდენტის კრეატიული და სივრცობრივი აზროვნების განვითარებაზეა აგებული. ამ დარგის კურსდამთავრებულმა ამომწურავად უნდა გამოიყენოს და გააფართოვოს კინო-ტელემედია ენის ვიზუალური შესაძლებლობები, შემოქმედებითად იაზროვნოს და მხატვრულ დამოუკიდებლობას მიაღწიოს; გამოუმუშავდეს თანამედროვე მედია გარემოში ორიენტირების უნარი; მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმების, ტელეფილმების, სარეკლამო რგოლების, ტელე და საესტრადო შოუების, ვიზუალური მახასიათებლების რეპრეზენტაციის მაღალმხატვრულ და კრეატიულ ხერხებს ფლობდეს.

 

ფერწერის მიმართულება ახორცილებს ფაკულტეტურ მომსახურებას სამხატვრო აკადემიის ყველა ფაკულტეტისა და მიმართულებისათვის, რომლის სასწავლო პროგრამები ფაკულტეტების და მათი მიმართულებების სპეციფიკის მოთხოვნების გათვალისწინებითაა შედგენილი

 

დეკანი