GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
სახვითი ხელოვნება
სახვითი ხელოვნება

სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი სამხატვრო აკადემიისთვის საბაზისოა. მისი სასაწავლო პროგრამები და განვითარებადი მეთოდოლოგია კი თანამედროვე ქართული ვიზუალურ–კულტურული პროცესებისა და მიღწევების საფუძველს წარმოადგენს.

 

ფაკულტეტის სახელოსნოები და მასში შემავალი მიმართულებები ასახავენ თანამედროვე სახვითი ხელოვნების როგორც ტრადიციულ, ასევე უახლეს მიმდინარეობებს. სწავლება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. უპირველეს ყოვლისა, სტუდენტები ეუფლებიან  სახვითი ხელოვნების ზოგად საფუძვლებს, შემდეგ კი, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების  შესაბამისად, ფაკულტეტის მიერ წარმოდგენილი სპეციალობების მიხედვით განისაზღვრება მათი ინტერესების ორიენტირები.

 

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სპეციალიზირებული სახელოსნოები თეატრისა და კინო-ტელე- მხატვრობის, წიგნის დიზაინისა და სარეკლამო გრაფიკის, ანიმაციის; ასევე სახელოსნოები, სადაც სწავლება მიმდინარეობს პროფესორების ინდივიდუალური პროგრამების შესაბამისად.

 

ფაკულტეტი იყოფა ოთხ სასწავლო მიმართულებად:

 

• ფერწერის მიმართულება

• გრაფიკის მიმართულება

• ქანდაკების მიმართულება

• ხატვის მიმართულება

გალერეა
დეკანი