GEO / ENG
საიტის რუკა კონტაქტი
დიზაინი
ტექსტილის დიზაინი

მიმართულების ხელმძღვანელი: სრული პროფესორი თინათინ კლდიაშვილი

 

საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ეთნოკულტურულმა თვითმყოფადობამ, მეურნეობის გარკვეული დარგების, კერძოდ, მეცხვარეობის განვითარებამ (შალის ნართის წარმოება) ხელი შეუწყო ტექსტილის წარმოების ჩამოყალიბებას. ბუნებრივი საღებავებით, რითაც წარსულში ნართი იღებებოდა, მდიდარი ფერთა გამა მიიღებოდა. იქმნებოდა და დღესაც იქმნება ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: ფარდაგი, ხალიჩა, თექა, აქსესუარები. საქართველოში ტექსტილის წარმოების ტრადიციის არსებობამ წარმოქმნა თსსა-ში მისი შესწავლის აუცილებლობა. 1959 წელს გამოყენებით–დეკორა- ტიული ხელოვნების ფაკულტეტზე შეიქმნა ქსოვილების კათედრა.ამ დარგის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო თანამედროვე ქართული ტექსტილის დიზაინის განვითარებას.

დეკანი