GEO / ENG
Announcements
აბიტურიენტების საყურადღებოდ!!! გამოცდის წინა რეგისტრაცია და საგამოცდო პროცედურები

აბიტურიენტების საყურადღებოდ!!! გამოცდის წინა რეგისტრაცია და საგამოცდო პროცედურები:

 

1. 2017 წლის შემოქმედებითი კონკურსში მონაწილე აბიტურიენტთა რეგისტრაცია ჩატარდეს 2017 წლის 17 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით.რეგისტრაცია ჩატარდეს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (art.edu.ge );
2. აბიტურიენტი ვალდებულია რეგისტრაციამდე გადაიხადოს შემოქმედებითი კონკურსის საფასური 20 ლარი. 
• გთხოვთ, თანხის გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ -გამოცდის საფასური
• აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქეებისათვის) ან პასპორტის ნომერი (საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებისათვის);

 

• თანხის გადახდა უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია:
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 708917289
(რესტავრაციის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტის პროგრამებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტბი არ გადიან შემოქმედებით კონკურს, შესაბამისად არ იხდიან კონკურსის საფასურს 20 ლარს)

 

• რეგისტრაციის გავლის შემდეგ თსსა საგამოცდო ოფისი ამოწმებს შემოქმედებითი კონკურსის საფასურის გადახდის ფაქტს. ის აბიტურიენტები, ვისაც არ ექნება თანხა გადახდილი არ დაიშვებიან შემოქმედებით კონკურსზე, რის შესახებაც მიიღებენ გაფრთხილებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 
 • 8 ივნისს თსსა ვებ. გვერდზე გამოქვეყნდება ელექტრონული (ავტომატური) კენჭისყრით დადგენილი აბიტურიენტთა სიები შემოქმედებითი კონკურსის კონკრეტული თარიღის და დროის მითითებით.
3. შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდება სამ ნაკადად 2017 წლის 12, 13 და 14 ივნისს სამხატვრო აკადემიის მაღლივ კორპუსში, მისამართი: ზუბალაშვილების ქ. N 47.
4. აბიტურიენტთა სააპელაციო განცხადების განხილვა მოხდება 2017 წლის 16 ივნისს; 
5. აბიტურიენტი თსსა საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს განრიგით გათვალისწინებული კონკურსის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია; 
6. თსსა საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად აბიტურიენტი ვალდებულია წარადგინოს: 
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ასლი. 
გამოცდაზე აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს: 
• ფანქარი; 
• საშლელი; 
• სახატავი დაფა 70X50 სმ, დაზიანებების გარეშე, რათა არ გამოიწვიოს სახატავი ფორმატის დეფორმირება/დაზიანება; 
• ჭიკარტები 
• პირადი ნივთები და დოკუმენტები მოთავსებული უნდა იყოს გამჭვირვალე პაკეტში;
გთხოვთ, გაეცნოთ 2017 წლის შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების დებულებას:

http://art.edu.ge/storage/uploads/news/170505065315.pdf

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
ტელ- 293 68 89;
ელ-ფოსტა - eka.asitashvili@art.edu.ge;