GEO / ENG
News
დებატები თემაზე - კომპრომისების ანალიზი: ეკოსისტემის სერვისები და ურბანული განვითარება

დებატები თემაზე - კომპრომისების ანალიზი: ეკოსისტემის სერვისები და ურბანული განვითარება

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით 7 ივლისს გაიმართება დებატები თემაზე - კომპრომისების ანალიზი: ეკოსისტემის სერვისები და ურბანული განვითარება. 
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, იმსჯელონ, თუ რა კავშირია ეკოსისტემის სერვისების მოწოდების ხარსისხსა და ურბანულ განვითარებას შორის. აღნიშნული თემატიკის განხილვა მოხდება ლისის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მაგალითზე დაყრდნობით. დებატები მოიცავს ურბანული განვითარების სამი სხვადასხვა შესაძლო პერსპექტივის გაანალიზებას, როგორიცაა მკაცრად რეკრეაციული ზონის შექმნა, ბიზნეს-ქალაქისა თუ საცხოვრებელი მიმართულების განვითარება. 
მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალვრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომელთა აპლიკაციების საფუძველზე ჟიური შეარჩევს 12 მონაწილეს.
პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებით:
• დებატების ტექნიკები;
• ეკოსისტემების სერვისები, რომელიც მოიცავს საველე გასვლას ლისის ტბაზე არსებული ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით.
გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებით.

პროექტის განრიგი:
3 ივლისი - ლექცია თემაზე: ეკოსისტემების სერვისები
4 ივლისი - საველე გასვლა და ლისის ტბის დათვალიერება
5 ივლისი - ლექცია-სემინარი: როგორ ვიდებატოთ
7 ივლისი - დებატები

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოთ, შეავსოთ აპლიკაცია: https://docs.google.com/…/19fUleqqO8Zg8PttuzTKJEzAK4z…/edit…

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

გისურვებთ წარმატებებს!