GEO / ENG
News
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამის სასწავლო ტური

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამის სასწავლო ტურში მონაწილეობისთვის დასახელდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მაია ყიფიანი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის და კრეატიულობის პროგრამა (2015-2018) ხორციელდება საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთში. პროგრამის ფარგლებში, 10-14 აპრილს, სლოვენიის ქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდება სასწავლო ტური, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შეირჩა 18 ორგანიზაცია, რომლებიც იმუშავებენ შემოქმედებითი ევროპის პროგრამასთან მჭიდრო გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობებზე და ქვეყნებს შორის კულტურული ოპერატორების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

'SELECTED for the Creative Europe Study Tour organised by European Union-Eastern Partnership Culture and Creativity Programme, Ljubljana, Slovenia,10-14 April 2017'-Ragnar Siil,
Key Expert on Cultural and Creative Sectors
EU-Eastern Partnership Culture and Creativity Programme.

https://www.culturepartnership.eu/publishing/creative-europe

Announcements