1. |
  2. სიახლის დიზაინი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

24, 25 და 26 აპრილს თსს აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
ჩატარების ადგილი თსსა საკონფერენციო დარბაზი.

თსსა კონფერენცია 2024- პროგრამა_ქართ.

TSAA conference 2024

16 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ვიზიტით იმყოფებოდა იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე. დიპლომატს უმასპინძლა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების წარმომადგენლები. საუბარი შეეხო თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას და სამომავლო გეგმებს. რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იტალიის საელჩოს იმისთვის, რომ 2024 წლიდან სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სტუდენტებს იტალიური ენიის შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს საბაკალავრო საფეხურის აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე. რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.

1. კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის აბიტურიენტმა უნდა გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია.

2. რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აბიტურიენტის მიერ თსსა-ს ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსების შედეგად.

3. აბიტურიენტს რეგისტრაციის გავლისთანავე ენიჭება ინდივიდუალური კოდი, რომელიც წარმოადგენს როგორც კონკურსზე გასვლის თარიღის, ისე გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას. კოდს წარმოადგენს, აბიტურიენტის, წარმატებული რეგისტრაციის გავლის შედეგად, მიღებული დადსტურების წერილის ნომერი. დადასტურების წერილი აბიტურიენტს ეგზავნება სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტაზე. გაითვალისწინეთ, მეილი შესაძლოა მოვიდეს სპამში.
გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები, აუცილებლად მიუთითეთ სწორი მობილურის ნომერი და ელ. ფოსტა, აგრეთვე პირადი ნომერი.

შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის საფასური:
კონკურსებში მონაწილეობისათვის, საფასური განისაზღვრება 40 ლარის ოდენობით, თითოეული კონკურსისთვის. გათვალისწინებულ ორივე კონკურსში (ხაზვა და ხატვა) მონაწილეობის შემთხვევაში, ჯამური საფასური შეადგენს 80 ლარს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკდემიის საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708917289

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ამ ლინკზე

იხ. თსსა აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შემოქმედებითი ტურის დებულება

აბიტურიენტმა შემოქმედებითი ტურის რეგისტრაციის თანხა, უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის დასრულებამდე. აუცილებელია თანხის გადარიცხვის დროს მითითებული იყოს აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადობის ნომერი.

8-11 აპრილს, თსსა ერასმუს პარტნიორი, პოლონეთის ვროცლავის ხელოვნებისა და დიზაინის აკადემიის ‘The Eugeniusz Geppert Academy of Art and Design Wroclaw’ მოწვევით, ვროცლავის აკადემიის საერთაშორისო სამსახურში ტრენინგ მობილობა და სამუშაო პრაქტიკა გაირა თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა და ერასმუს ინსტიტუციურმა კოორდინატორმა მაია ყიფიანმა. შედგა შეხვედრა გრაფიკის დეპარტამენტში პროფესორებთან და ერასმუს მობილობის ქართველ სტუდენტთან, ასევე, მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების, გაცვლითი მობილობების შესახებ.

12 აპრილს, მაია ყიფიანი, ასევე ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორ ჩეხეთის, პრაღის სინემატოგრაფიის აკადემიაში FAMU – The Film and TV School of the Academy of Performing Arts in Prague. პრაღის აკადემიის მხრიდან განსაკუთრებული მოწონებით აღინიშნა ერასმუს-ზერო მობილობის, თსსა კინოს მხატვრობის სტუდენტი კესანე ბაბუნაშვილი. შედგა მოლაპარაკება სამომავლო თანამშრომლობის, გაცვლითი ერასმუს-ზერო მობილობების შესახებ

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი (IEI), ევროპის რეგიონთა კომიტეტთან (CoR) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა შერჩევას პროგრამაში: სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუციებსა და ნატოს შტაბ-ბინაში.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://iei.ge/study-visit-eu/
იხილეთ სპეციალური შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის: https://iei.ge/…/2024/04/Study-Visit-to-EU-UNI-Offer.pdf

15 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის – დიზაინის ფაკულტეტის კერამიკის მიმართულებას, ერასმუსის ფარგლებში, ორი პარტნიორი უნივერსიტეტიდან პროფესორები სტუმრობდნენ.
ბულგარეთის – ქ. სოფიას უნივერსიტეტიდან ბოჟიდარ ბონჩევი და თურქეთის – კასტამონუს უნივერსიტეტიდან, ფირდევს მუჟდე გოკბელ იავუზოღლუ. პროფესორები შეხვდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორს, ფაკულტეტის დეკანსა და კერამიკის მიმართულების ხელმძღვანელს. ასევე, აკადემიის წარმომადგენლებს. სტუმრებმა დაათვალიერეს სტუდიები, დაიგეგმა ვორქშოფები 5 დღის განმავლობაში