ENG


ინფორმაცია პირველკურსელებისათვის!!!

1 / 10 / 2021

 
ძვირფასო პირველკურსელებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და წარმატებულ, ბედნიერ, საინტერესო სტუდენტობას გისურვებთ!

ორშაბათს, 4 ოქტომბერს, 10.00 საათიდან 12.00  საათამდე  საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელებს, ხოლო 13.00 საათიდან 14.30 სათამდე სამაგისტრო პროგრამების პირველკურსელებს გელოდებით  საინფორმაციო შეხვედრაზე  აკადემიის ისტორიულ შენობაში, გრიბოედოვის ქ.N 22.

საქართველოში  შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და რეგულაციების გათვალისწინებით, სტუდენტთა მცირერიცხოვან 10-15 კაციან ჯგუფებს აკადემიის სხვადასხვა დარბაზში გაესაუბრებიან და სასწავლო პროცესის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან თსსა ფაკულტეტების დეკანები და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები.  შეხვედრაზე თქვენ გადმოგეცემათ თსსა სტუდენტის ბარათი.

გთხოვთ, დაიცვათ რეგულაციის წესები და შეხვედრაზე თან იქონიოთ ნიღაბი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენი ფაკულტეტის საკონტაქტო პირს:
სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი
სოფო თუმანიშვილი - 555 939 408
დიზაინის ფაკულტეტი
ნატა ნიკოლაიშვილი - 593 799 960
მედიახელოვნების ფაკულტეტი
მანანა კოროშინაძე  - 595 395 992
არქიტექტურის ფაკულტეტი
მარინა ბურჯანაძე  - 577 788 911
თამარ სანიკიძე  - 551 020 252
რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი
ლოლა ციცხვაია  - 597 706 175шаблоны для dle 11.2