ENG

როგორ ჩავაბარო
საბაკალავრო საფეხურზე არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედია ხელოვნების ფაკულტეტებისთვის სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ასევე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შემოქმედებითი ტურის (ხატვა) გავლა; რეგისტრაცია შემოქმედებით ტურზე ცხადდება სამხატვრო აკადემიის საიტზე. რეგისტრაციის თანხას იხდით ტურზე რეგისტრაციისას. 
სახვითი ხელოვნების, დიზაინის და მედია ხელოვნების ფაკულტეტებზე ჩასაბარებელი საგნებია - ქართული, უცხო ენა, შემოქმედებითი ტური. საგრანტო საგნებია ისტორია/მათემატიკა აჩევით
არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩასაბარებელი საგნებია - ქართული, უცხო ენა, მათემატიკა, შემოქმედებითი ტური

რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტისთვის  არ არის სავალდებულო შემოქმედებითი ტურის გავლა. საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტის ჩასარიცხად  საჭიროა - ქართული, უცხო ენა და ისტორია
шаблоны для dle 11.2