ENG


საერთაშორისო კონფერენცია “ქართული კულტურა და XX საუკუნე”

17 / 06 / 2019

 

კონფერენცია ჩატარდება თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ეგიდით 2019 წლის შემოდგომაზე.

·         კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

·         მაგისტრანტების და დოქტორანტების მოხსენებები მიიღება სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.

·         საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობისა და ნაშრომების კრებულში დაბეჭვდის თაობაზე, ავტორებს ეცნობათ არაუგვიანეს 10 ივლისისა

·         საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე.

·         კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

·         ხელოვნებათმცოდნეობა

·         მუსიკათმცოდნეობა

·         საბალეტო ხელოვნება

·         თეატრმცოდნეობა

·         კინომცოდნეობა

·         ქორეოლოგია

·         კულტურის კვლევა და მართვა

·         მედია

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა  2019  წლის  20 ივნისამდე წარმოადგინოთ:

-სარეგისტრაციო ანკეტის ელექტრონული ვერსია;

– CV

-მოხსენების რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:იხ. თანდართული ფაილი:


და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferencetbilisimuseums@gmail.com

კონფერენციის მასალებით მომზადდება სამეცნიერო გამოცემა

шаблоны для dle 11.2