ENG


საინფორმაციო ტრენინგების პროგრამა თსს აკადემიის აკადემიური/მოწვეული პერსონალის, მეცნიერების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

29 / 05 / 2019

 

თსს აკადემიის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური თსს აკადემიის ბიბლიოთეკასთან ერთად იწყებს საინფორმაციო ტრენინგების პროგრამას თსს აკადემიის აკადემიური/მოწვეული პერსონალის, მეცნიერების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. აღნიშნული შეხვედრების მიზანია თსს აკადემიის თანამშრომელთა და სტუდენტთა ინფორმირება  Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე გახსნილი წვდომის შესახებ და მათთვის ბაზებში მუშაობის სპეციფიკის გაცნობა.

 

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, ისევე როგორც საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს აეხსნა  Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა. 
Elsevier-
ის სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა მეცნიერებსპროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს მისცემთ შესაძლებლობასუსასყიდლოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურითმათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვისსაერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომა                                               მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვისისე მეცნიერების მართვის ფეროს გასაუმჯობესებლად

იხილეთ შეხვედრების განრიგი:

·         31 .05.2019 – 15.00 სთ - მედიახელოვნების ფაკულტეტი - აუდიტორია 408

·         03.06.2019 – 14.00სთ - რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი - აუდიტორია 306

·         04.06.2019 –არქიტექტურის ფაკულტეტი 15.00 სთ - აუდიტორია 708 

шаблоны для dle 11.2