ENG


საჯარო ლექცია

17 / 12 / 2018

 

საჯარო ლექცია

ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კოლექციების ფორმირება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში


19 დეკემბერს, 14.30 საათზე გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პროფ. ინგა ქარაიას საჯარო ლექცია თემაზე "ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების კოლექციების ფორმირება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში". ლექცია ტარდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით დაფინანსებული პროექტის (#FR17-503, „ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე“ ) ფარგლებში. 

წამყვანი ორგანიზაცია: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორი ინგა ქარაია.

шаблоны для dle 11.2