ENG


ვორქშოფები და გამოფენა ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში

12 / 11 / 2018

 
2018 წლის 1-9 ნოემბერი

თანამშრომლობა სტუდენტების გაცვლითი სასწავლო პროგრამების მიმართულებით - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის 6 სტუდენტის მობილობა-პრაქტიკა ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტში და მათი ხელმძღვანლი პედაგოგების ვორქშოფები.
ვახტანგ მეგრელიშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების პროფესორი,
ლიზა ეპიტაშვილი - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ქანდაკების მიმართულების პედაგოგი.

სტუდენტური გამოფენა „ნაბიჯი სტრუქტურაში“. კურატორი: ალექსანდრა გაბუნია
ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ ფრაგმენტულად ერთი ისტორია. ეს არის მცდელობა შეაღწიო ამ ისტორიის უხილავ სივრცეში, სადაც ინდივიდუალიზმი მთავარი რეალობაა და ფაქტურები ცვლის მის სტრუქტურას და შინაგან აგებულებას. ბრტყელი, ნათელი, მუქი, მყარი თუ მტვრევადი მასალა გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ განსხვავებულ ფორმატში და გავხადოთ სტრუქტურა მოძრავი. „ნაბიჯი სტრუქტურაში“ ეს არის მთავარი ხაზი ჩვენი გამოფენის.
шаблоны для dle 11.2