ENG


ახალგაზრდა მხატვრების და სტუდენტების ფესტივალი დრეზდენში.

25 / 09 / 2018

 
დრეზდენი და ფესტივალი Palais Sommer თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა მხატვრებს უკვე 6 წელია მასპინძლობს. პროექტი ხორციელდება დრეზდენში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ბატონი ალეკო ადამიას მხარდაჭერითა და ინიციატივით. საქართველომ წელს, როგორც ყოველ წელიწადს, დიდი წარმატება მოიპოვა - გამოფენა „კულტურა / სინქრონი“ გაიხსნა ორჯერ აგვისტოს განმავლობაში, იაპონური სასახლის ბაღში არსებულ წითელ საგამოფენო კედელზე. ფესტივალის ბოლოს კი პუბლიკამ გამოავლინა ფავორიტი ნამუშევარი, რომლის ავტორიც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის მიმართულების პედაგოგი - ბექა საყვარელიძეა და მას გადაეცა „კანალეტოს“ პრიზი 1000 ევრო. 
გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე გერმანელი ცნობილი მხატვრები - ბაბაკ ნაიბი და რიტა გეისლერი ქართველ მხატვრებთან ერთად, რომლებიც არიან: ალეკო ადამია, ბექა საყვარელიძე, ლუკა გუგუშვილი, მარიამ იჩქითი, ლიკა რუსაძე, ვერიკო იობაშვილი, მედეა კედელაშვილი, ნინო ქარსამაული, ანანო ზაქარიაშვილი, მარიამ შაქარაშვილი.
გამოფენა „კულტურა / სინქრონი“ გაგრძელდება ყოველ წელიწადს.шаблоны для dle 11.2