ENG


ვაკანსია "ნიკორა ტრეიდი"-სგან

7 / 05 / 2018

 
სს „ნიკორა ტრეიდი“- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის „ნიკორას“, „ნუგეშის“, „ლიბრესა“ და „სანდეის“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.
„ნიკორა ტრეიდის“ მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. „ნიკორა ტრეიდის“ თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge

ფუნქცია-მოვალეობები:
გრაფიკული დიზაინის შექმნა პოს მასალის კუთხით  ურთიერთობა სტამბებთან, დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ბეჭდვისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრა  ქსელში ახალი დეკორაციების შემუშავებაში უშუალო ჩართულობა  მაკეტის დამტკიცების შემდეგ მისი დამუშავება, საბეჭდ ვერსიად დამზადება  პროდუქტის ეტიკეტების, კატალოგის, ბუკლეტის, პოსტერის, სარეკლამო ბანერის, სავაჭრო ობიექტების (ინტერიერ-ექსტერიერი), სადისტრიბუციო ტრანსპორტის დიზაინის შექმნა და გაფორმება  აქციების ვიზუალური გაფორმება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით  კოლექტიური სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრული ჩართულობა, პასუხისმგებლობის კომპეტენციის ფარგლებში აღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 უმაღლესი განათლება  Adobe Photoshop, Corel draw, Adobe Illustrator, Adobe Indesign პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა  ინგლისური ენის ცოდნა  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პროფესიული უნარ-ჩვევები:
 კრეატიულობა  გუნდური მუშაობის უნარი  წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;  მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;  კომუნიკაბელურობა  პასუხისმგებლობის გრძნობა  შრომისმოყვარეობა

გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 18:00; თვეში 2 შაბათი 09:30 – 13:00

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე – [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „დიზაინერი“
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 11 მაისი
გისურვებთ წარმატებას!шаблоны для dle 11.2