ENG


საერთაშორისო პროექტის "არტ-სამოსი"-ს გამოფენა.

4 / 05 / 2018

 
6 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სახლემწიფო სამხატვრო აკადემიის გობელენის და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში (შარდენის ქ. N9) გაიმართება საერთაშორისო პროექტის "არტ-სამოსი"-ს გამოფენა.
"არტ სამოსი" უკრაინელი დიზაინერის და ქართველი მხატვრების ერთობლივი პროექტია. სამოსი წარმოდგენილია როგორც ხელოვნების ნიმუში, მხატვრის ტილო, ნახატი. დიზაინერის ჩანაფიქრია შექმნას სამოსი-ნახატი, რომელიც შეიძლება მივიღოთ, როგორც ექსკლუზიური ჩასაცმელი კონკრეტული ღონისძიებისთვის და როგორც ნახატი კედელზე. ქართულ პროექტში, რომელიც ჩატარდება თბილისში, ამა წლის მაისის თვეში, გამოფენილი იქნება ცნობილი ქართველების პორტრეტები. პროექტი ტარდება თბილისის სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით.шаблоны для dle 11.2