ENG


თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი გიწვევთ სტუდენტურ კონფერენციაზე

26 / 04 / 2018

 
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2018 წლის 1 მაისამდე უნდა წარმოადგინონ თემის სათაური და თეზისები.
- შრიფტი: Acadnusx, Sylfaen, Times New Roman
- სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა: 2.000-4.000
გთხოვთ მიუთითოთ ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, უნივერსიტეტი.
მოხსენების წარმოდგენის ვადა 2018 წლის 20 მაისი
- შრიფტი: Acadnusx, Sylfaen, Times New Roman
- სიმბოლოთა მაქსიმალური რაოდენობა: 13.000
კონფერენციისთვის წარმოდგენილი ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა იყოს წაკითხული სხვა კონფერენციაზე. თეზისებში ნათლად უნდა ჩანდეს ნაშრომის საკვლევი თემატიკა და შედეგები.
საკონტაქტო პირი სალომე ყავლაშვილი - მობ.: 595 284207; დეკანატი: 2 999 216
E-mail: salome.kavlashvili@art.edu.ge 
კონფერენცია ჩატარდება თსსა რესტავრაციის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტზე, აუდიტორია N306. 
მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების N47шаблоны для dle 11.2