ENG


ქ. ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ინტერმედიის პროფესორის ვიზიტი

27 / 04 / 2023

 
25-28 აპრილს, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის - სახვითი ხელოვნების ფაკულტეტს ეწვია თსსა ერასმუს პარტნიორი, სლოვაკეთის, ქ. ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიის სახვითი ხელოვნებისა და ინტერმედიის პროფესორი Anton Čierny.
პროფესორის მობილობა, განხორციელდა სამხატვრო აკადემიასა და ბრატისლავას სახვითი ხელოვნების და დიზაინის აკადემიას შორის გაფორმებული ერასმუს+ ინსტიტუციური ხელშეკრულების ფარგლებში.
ავსტრიელმა პროფესორმა, სახვითი ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისთვის ჩაატარა "Artist Talk", პრეზენტაცია ატელიეს ‘Spatial Communications+’ შესახებ და ვორქშოფი - "თანამედროვე ხელოვნება საჯარო სივრცეში". სტუდენტებს გადაეცათ ერასმუს სერტიფიკატები. სტუმარი შეხვდა ასევე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმსიფო სამხატვრო აკადემიის რექტორს.
шаблоны для dle 11.2