ENG


ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები სამხატვრო აკადემიაში

27 / 12 / 2022

 
20 დეკემბერი, სამხატვრო აკადემიას ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლიდან მოსწავლეები ესტუმრნენ. ვიზიტის თემა იყო "კოლაბორაცია და იდეების გაცვლა დიზაინში და სხვა პროფესიებში - მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის".
შეხვედრის ორგანიზატორი - თაზო არუნაშვილი (სამრეწველო დიზაინერი, ბაქსვუდის სკოლის ინოვაციების პროგრამების მენეჯერი და სამხატვრო აკადემიის სამრეწველო დიზაინის ასისტენტ პროფესორი). შეხვედრის სპიკერი - ჯუმბერ ბეჭვაია (ასოცირებული პროფესორი და სამრეწველო დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი).
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა, ასევე სხვადასხვა მიმართულების სახელოსნოები. დასკვნით ნაწილში კი, სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტებს - ავეჯისა და სამრეწველო დიზაინის მიმართულებებიდან, წარუდგინეს საკუთარი დიზაინ და "კონცეპტ არტ" ნამუშევრები.
шаблоны для dle 11.2