ENG


სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი, ზალცბურგი, ავსტრია (დიზაინის ფაკულტეტი)

11 / 10 / 2022

 
ცხადდება სტუდენტთა   შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა დიზაინის ფაკულტეტის  საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (11 ადგილი), ზალცბურგის საერთაშორისო/ინტერდისციპლინარულ მე-10 საიუბილეო დიზაინ კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ა.წ. 5-9 დეკემბერს,  რომლის  ორგანიზატორია ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH  Salzburg University of Applied Sciences KUCHL-ის კამპუსში. პროექტი ხორციელდება  ზალცბურგის უნივერსიტეტთან მიმდინარე გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის პირველი ეტაპი განხორციელდა  დიზაინის ფაკულტეტზე ა.წ. აპრილი-მაისის თვეში.

ინფორმაცია კვირეულის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე:

 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 19 ოქტომბერი
საკონტაქტო პირი:  ნატა ნიკოლეიშვილი
593799960
დიზაინ კვირეულში მონაწილეობისთვის, კონკურსში გამარჯვებულ - თსსა დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს, გადაეცემათ ერასმუს მოკლევადიანი მობილობის  გრანტი

 
шаблоны для dle 11.2